თამთა კოსტავამ რამდენიმე დღის წინ დაიწერა ჯვარი.
"ჩემი საყვარელი თამთა კოსტავას მეჯვარე ვარ დღეს... სიძე - ბიძინა მესხი.დიდი ბედნიერება მრავალი წელი, ჩემო ოქროს გოგო", - წერს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე და აქვეყნებს ფოტოებს ჯვრისწერიდან.
თამთა კოსტავა მერაბ კოსტავას უმცროსი ქალიშვილია. ცნობილ ქართველ ეროვნულ გმირს უფროსი ვაჟი ტრაგიკულად გარდაეცვალა.
თამთა პროფესიით მხატვარია. მოზარდობისას 18 წელი აშშ-ში გაატარა, განათლება მიიღო და სამშობლოში დაბრუნდა. მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში მუშაობს.