რა თვისებები გადაეცემა დედ-მამისგან მემკვიდრეობით ბიჭს და რა - გოგონას - მშობლები

რა თვისებები გადაეცემა დედ-მამისგან მემკვიდრეობით ბიჭს და რა - გოგონას

2024-10-29 13:12:30+04:00

ბავშვები მშობლებისაგან მემკვიდრეობით არა მხოლოდ გარეგნულ მახასიათებლებს, არამედ ხასიათს, თვისებებსა და დაავადებებსაც კი იღებენ. დღეს რამდენიმე შემთხვევას განვიხილავთ, თუ რა გადაეცემა ბავშვს მამისგან და რა - დედისგან:

  • ვაჟს ინტელექტუალური შესაძლებლობები დედისგან გადაეცემა, გოგონა კი ინტელექტუალურ შესაძლებლობებს მემკვიდრეობით ორივე მშობლისგან იღებს.
  • ასევე, დედის უჯრედები მეხსიერებაზე, აზროვნებაზე, მეტყველებაზე, აღქმის უნარზე ახდენს გავლენას.
  • მამის უჯრედები კი განწყობაზე, ინსტინქტსა და ემპათიაზე.
  • ბავშვის სიმაღლის ფორმირებაზე უფრო მეტ გავლენას მამის გენეტიკა ახდენს.
  • ნაჩვრეტი ლოყაზე ბავშვს დედისგან გადაეცემა.
  • ნაჩვრეტი ნიკაპზე კი - მამისგან.
  • კბილების სიჯანსაღეს ბავშვი მემკვიდრეობით მამისგან იღებს. მოსალოდნელი წონაც მამისგან გადაეცემა. თუ მამა ჭარბწონიანია, ბავშვსაც დიდი ალბათობით, წონის პრობლემა შეექმნება.
  • ფსიქიკური დაავადებები ბავშვს ასევე მამისგან შეიძლება, გადაეცეს.
  • ძილის მახასიათებლებს ბავშვი დედისგან იღებს. თუ დედას ძილის პრობლემები აქვს, ძნელად იძინებს, ან ცოტა სძინავს, ბავშვსაც შესაძლოა, იგივე პრობლემები ჰქონდეს.