ბავშვები მშობლებისაგან მემკვიდრეობით არა მხოლოდ გარეგნულ მახასიათებლებს, არამედ ხასიათს, თვისებებსა და დაავადებებსაც კი იღებენ. დღეს რამდენიმე შემთხვევას განვიხილავთ, თუ რა გადაეცემა ბავშვს მამისგან და რა - დედისგან:
- ვაჟს ინტელექტუალური შესაძლებლობები დედისგან გადაეცემა, გოგონა კი ინტელექტუალურ შესაძლებლობებს მემკვიდრეობით ორივე მშობლისგან იღებს.
- ასევე, დედის უჯრედები მეხსიერებაზე, აზროვნებაზე, მეტყველებაზე, აღქმის უნარზე ახდენს გავლენას.
- მამის უჯრედები კი განწყობაზე, ინსტინქტსა და ემპათიაზე.
- ბავშვის სიმაღლის ფორმირებაზე უფრო მეტ გავლენას მამის გენეტიკა ახდენს.
- ნაჩვრეტი ლოყაზე ბავშვს დედისგან გადაეცემა.
- ნაჩვრეტი ნიკაპზე კი - მამისგან.
- კბილების სიჯანსაღეს ბავშვი მემკვიდრეობით მამისგან იღებს. მოსალოდნელი წონაც მამისგან გადაეცემა. თუ მამა ჭარბწონიანია, ბავშვსაც დიდი ალბათობით, წონის პრობლემა შეექმნება.
- ფსიქიკური დაავადებები ბავშვს ასევე მამისგან შეიძლება, გადაეცეს.
- ძილის მახასიათებლებს ბავშვი დედისგან იღებს. თუ დედას ძილის პრობლემები აქვს, ძნელად იძინებს, ან ცოტა სძინავს, ბავშვსაც შესაძლოა, იგივე პრობლემები ჰქონდეს.