ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და მისი მეუღლე ლიზა ჩიჩუა მეორე შვილს ელოდებიან. მათ უკვე ჰყავთ პატარა გიორგი და როგორც სქესის გაგების ცერემონიიდან გაირკვა, ახლა გოგონას მშობლები გახდებიან. ფეხმძიმე ლიზა ხშირად მონაწილეობს ფოტოსესიებში და პერიოდულად გამომწერების შეკითხვებსაც პასუხობს.
ამჯერად გამომწერებს აინტერესებდათ, თუ მერამდენე თვეშია, რამდენი კილოგრამი მოიმატა და რომელ ექიმთან დადის ორსულობის დროს.
"მე-8 თვეში ვარ, 6 კგ მაქვს მომატებული... გაგუას კლინიკაში დავდივარ მეანგინეკოლოგ დავით გაგუასთან", - ამბობს ლიზა.
ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ მშობიარობასაც ამ კლინიკაში აპირებს.
თუ როგორ გრძნობს თავს ფსიქოლოგიურად მეორე ორსულობისას და ჰქონდა თუ არა პოსტსამშობიარო დეპრესია, ამაზე ლიზა პასუხობს, რომ არა მხოლოდ პოსტსამშობიარო, არანაირი სახის დეპრესია არ ჰქონია და ფიქრობს, რომ მეორე მშობიარობის შემდეგაც არ ექნება ეს პრობლემა. თუმცა სხვა ტიპის პრობლემა - ტოქსიკოზი, მისთვის უფრო მტკივნეულია. როგორც ცოტა ხნის წინ გამომწერებს უპასუხა, გიოზე ფაქტობრივად 9 თვე ტოქსიკოზი ჰქონდა, ყოველ მეორე დღეს გადასხმებს იკეთებდა. და ამ ორსულობის დროსაც აქვს ტოქსიკოზი.