მომღერალი ბარბარა სამხარაძე საზოგადოების წინაშე ახალი იმიჯით წარდგა. მან გადაცემაში "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ" გასტროსკოპიის შესახებ ისაუბრა, რომელიც 1 წლის წინ ჩაიტარა და 56 კილოგრამი დაიკლო. მომღერალი სიახლის შესახებ აქამდე დეტალებს არ ასაჯაროებდა:
- 56 კილოგრამი დავიკელი. ახლა ჯერ კიდევ მაინც ჭარბწონიანად ვითვლები და კიდევ მინდა დაკლება. ამ პროცესმა ბევრ რამეზე დამაფიქრა. სიმართლე გითხრათ, წონა მენტალურ ჯანმრთელობასთან არაფერ შუაში ყოფილა. ვისაც დაუკლია, მიხვდება, ისევ ის ადამიანი რჩება, ისევ ის ხასიათი, ისევ ის გული აქვს... უბრალოდ, საზოგადოების დამოკიდებულება იცვლება. უხეშად რომ ვთქვა, სიგამხდრე პრივილეგიაა...
მე არაფერი შემცვლია. ისევ ის ვარ. მაგრამ, როცა საზოგადოების განწყობა იცვლება, განწყობაც ავტომატურად იცვლება. ჩემი წონა წლების შემდეგ ცხოვრებას უფრო გამირთულებდა. მიშველა იმან, რომ ახალგაზრდა ვარ.
ჩემს თავს ახლიდან ვიცნობ. ცოტა დავსერიოზულდი. როცა პროექტის გამარჯვებული ხარ და საზოგადოებამ შეგქმნა, იქ მერე ძალიან ბევრ რაღაცას ითვალისწინებ.... ეს განწყობაზე, დღის რეჟიმზე მოქმედებს. როცა რაღაცას კითხულობ, დადებით კომენტარებში ერთი ცუდი გამოერევა და ეს ცუდი სიმღერის გამო კი არა, ვიზუალის გამოა, აქ უკვე პრობლემაა. ახლა რაღაცები თავიდან აღმოვაჩინე და ჩემს თავსაც ახლიდან ვიცნობ.