ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევხვედრივართ ადამიანს, რომელიც ფრჩხილებს იკვნეტს ან საღეჭი რეზინის აქტიურად გამოყენება უყვარს. შესაძლოა, ჩვენ ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ყველგან აგვიანებენ ან კიდევ სრულიად არეული და ქაოსური სამუშაო მაგიდა აქვთ. ბევრისთვის ეს არც ისე სასიამოვნო საქციელია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მსგავს ქცევას საკუთარი ახსნა აქვს. შესაძლოა, სწორედ ეს და კიდევ რამდენიმე ნიშანი მიუთითებდეს, რომ ადამიანს მაღალი IQ აქვს. პარადოქსია, არა? უფრო ვრცლად განვიხილოთ:
შესაძლოა, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ ბავშვები, რომლებიც ადრეული ასაკიდანვე იკვნეტდნენ ფრჩხილებს და ცერა თითს წოვდნენ, ქვეცნობიერად იმუნურ სისტემას სხვადასხვა დაავადებასთან, მათ შორის, ალერგიასთან საბრძოლველად ამზადებენ. თურმე, ფრჩხილების კვნეტას ცუდთან ერთად, ერთი დადებითიც აქვს - მეცნიერები ამტკიცებენ, ბავშვი ფრჩხილების კვნეტით ადრეული ასაკიდანვე ორგანიზმს ბაქტერიასა და ინფექციას აცილებს.
ამერიკელი ფსიქოლოგი ადამ გრანტი ამბობს, რომ სიზარმაცე ჯანსაღი ფსიქიკის, სხარტი გონებისა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების ნიშანია. ფსიქოლოგი ამტკიცებს, რომ ზოგჯერ საქმეების გაჭიანურება სასარგებლოც კია, რათა ბევრად უფრო გაანალიზებული და ნაფიქრი გადაწყვეტილებები მივიღოთ.
ალბათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო ჩვევაა. არავის სიამოვნებს, მეგობარს, კოლეგას, ახლობელს მუდმივად უცადოს. მაგრამ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც სულ აგვიანებენ, სამყაროს ბევრად უფრო ოპტიმისტურად აღიქვამენ, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც გარკვეულ ჩარჩოებში ცხოვრებასა და ყველაფრის წინასწარ დაგეგმვას არიან მიჩვეულნი.
ადამიანთან, რომელიც სულ წუწუნებს, ამბობს, რომ ყველაფერი მობეზრებული აქვს, რომ ასეთი ცხოვრება არ სურს, კომუნიკაცია ძალიან რთულია და ამას მაღალ ინტელექტთან საერთო არაფერი აქვს. მაგრამ, სულ სხვა საქმეა, თქვენი წუწუნისა და უკმაყოფილების მიზეზი იმ ადამიანს, რომელიც დამნაშავეა, პირდაპირ უთხრათ და ზურგს უკან არ ილაპარაკოთ. პირდაპირობა ადამიანებს პრობლემების ეფექტურად გადაჭრასა და ბედნიერად ცხოვრებაში ეხმარება.
ალბათ, ხშირად გვინახავს ადამიანები, რომლებიც ტრანსპორტში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საღეჭ რეზინს იყენებენ. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ საღეჭი რეზინის ღეჭვა დასახულ ამოცანებზე კონცენტრაციასა და ყურადღების მოკრებას ხელს უწყობს. ასევე, საღეჭი რეზინი კორტიზოლის დონეზეც ახდენს გავლენას. რაც უფრო ხშირად ღეჭავს ადამიანი საღეჭ რეზინს, სტრესის დონეც მცირდება. რა თქმა უნდა, საღეჭი რეზინის გამოყენება ოფიციალური შეხვედრებისა თუ უფროს ადამიანებთან კომუნიკაციის დროს ცუდი ტონია.
ფსიქოლოგიისა და ადამიანის ქცევის დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ ეს პროდუქტიული ადამიანების თანდაყოლილი უნარია. ასეთი ადამიანები ბევრ საქმეს ერთდროულად აკეთებენ და ყველაფერს ხარისხიანად ასრულებენ. აქვთ კონკრეტული პრიორიტეტები და იციან, რომ, მაგალითად, მაგიდაზე არეულობა უფრო უმნიშვნელოა, ვიდრე სხვა საქმე, რომელსაც იმ მომენტში აკეთებენ.
ოცნება საზიანო საერთოდაც არ არის, პირიქით, სასარგებლოც კია. ოცნება ადამიანებს თავდაჯერებულობას სძენს და როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ბევრ ჩვენგანს ეხმარება, ყოველდღიურ საქმეებსა და სიტუაციებს სულ სხვა კუთხით შეხედოს. მეოცნებე ადამიანებს ხშირად შეუძლიათ დაინახონ ის, რასაც რეალისტები ვერ ხედავენ და საკუთარ ძალად გამოიყენონ.
ალბათ, შეგიმჩნევიათ, როგორ ტრიალებენ ადამიანები სკამით, თმას აწვალებენ, თითს მაგიდაზე აკაკუნებენ, ვერ ისვენებენ... შესაძლოა, გარედან ეს ჩვევები გამაღიზიანებელია, მაგრამ ფსიქოლოგების აზრით, მსგავსი ქცევა ორგანიზმს ნეგატივისა და სტრესისაგან იცავს. ადამიანები ამ გზით ნერვული სისტემიდან ათავისუფლებენ იმ "ტვირთს", რომლისგანაც დამძიმებულნი არიან და კონცენტრაცია უჭირთ.
შეგიძლიათ, მეგობრის გადარჩენის გეგმა წამებში შეადგინოთ, რაღაც ეფექტური მოიფიქროთ და დაეხმაროთ? ეს მაღალი IQ-ის კიდევ ერთი ნიშანია. სხვების დახმარება საკუთარ თვითშეფასებასაც ზრდის და ეს განწყობასა და ზოგადად, კეთილდღეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
"ღამურა" - ასე ეძახიან ადამიანებს, რომლებიც შუაღამემდე არ იძინებენ. რა თქმა უნდა, ძილის დარღვევა ჯანმრთელობისათვის საზიანოა, მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც შუაღამემდე არ იძინებენ, მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვთ. უფრო სხარტად აზროვნებენ და იდეების გენერირება 24/7-ზე შეუძლიათ.
რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც თავიანთ მეტყველებაში, ერთი შეხედვით, არასაჭირო შემავსებელ სიტყვებს იყენებენ, მაღალი ინტელექტუალური უნარებით არიან დაჯილდოებულნი. შეყოვნებებით, ზოგჯერ წინადადებაში არასაჭირო სიტყვის თქმით აქტიურად მომუშავე ტვინი შესვენებას იღებს, რომ დიდი და ლოგიკური ინფორმაცია სწორად გადმოსცეს.