"იმ ბიჭის დედა ვარ, ქუჩაში რომ აგდია და პოლიციელი სახეში ურტყამს... კადრებს არ მაჩვენებდნენ" - რა არის ცნობილი ახალგაზრდას მდგომარეობაზე - მშობლები

"იმ ბიჭის დედა ვარ, ქუჩაში რომ აგდია და პოლიციელი სახეში ურტყამს... კადრებს არ მაჩვენებდნენ" - რა არის ცნობილი ახალგაზრდას მდგომარეობაზე

2024-11-30 17:12:21+04:00

ამ დროისთვის თბილისში მიმდინარე აქციებზე დაკავებულთა რაოდენობა 107-ია. ისინი იზოლატორებში არიან გადაყვანილი. უფლებადამცველები აცხადებენ, ყველა დაკავებული ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს.

სპეცრაზმის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები დროდადრო სოციალურ ქსელში ვრცელდება. ერთ-ერთი ასეთი კადრი დღეს გამთენიისას გადაიღო "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა თეონა ჭალიძემ.

ვიდეოში ჩანს ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც წაქცეულია, აღენიშნება დაზიანებები სახეზე და სპეცრაზმის თანამშრომლები მას უსწორდებიან ფიზიკურად. "ნუ ურტყამთ, გამოიძახეთ სასწრაფო!" - ისმის ჭალიძის ხმა ვიდეოში, რომელიც უმძიმესი სანახავია.

ბიჭი, რომელიც კადრებზეა აღბეჭდილი 23 წლის ზვიად მაისაშვილია. მისი მშობლები დიღმის იზოლატორთან გამთენიას მივიდნენ. განაგრძეთ კითხვა