ცოტა ხნის წინ თითქმის ყველა სოციალურ პლატფორმაზე გავრცელდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გადაღებული ვიდეო. ტიკ-ტოკის რამდენიმეწამიან ვიდეოში ჩანს სპეცრაზმთან მდგარი ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც ძალოვანი ხელით ანიშნებს რომ მიუახლოვდეს და კამერის წინ ერთად პოზირებენ.
“თანამედროვე რომელო და ჯულიეტას“ სახელით გავრცელებულ ვიდეოს დღეს 10 მილიონი ნახვა აქვს. ამასთან, ის ძალიან ცნობილმა გლობალურმა გვერდებმა და ინფლუენსერებმა გააზიარეს. როგორც აღმოჩნდა, კადრებში ასახული მთავარი გმირი, პეტრე კოლხის ქალიშვილი -მარიამ კვარაცხელიაა.
AMBEBI.GEპეტრე კოლხსესაუბრა. როგორც აღმოჩნდა, ვიდეოს საკმაოდ მოულოდნელი გაგრძელებაც აქვს, რომელიც არც თუ ისეთი რომანტიკულია, როგორ განწყობასაც კადრები ტოვებს.
“წლების წინ, მარიამის მიმართ იყო გასაოცარი ბულინგი იმის გამო, რომ მდინარეში ტუნიკით ჩავიდა. მაშინ ფოტოები ჩემს სოციალურ გვერდზე განვათავსე, რომ ბევრი მოწონება ჰქონოდა. მისი ბავშვური ახირება იყო და ძალიან უწყინარი ფოტოები. თუმცა, 10 წლის წინ, ერის ძალიან დიდმა ნაწილმა ჩაწიხლა და მაშინ მარიამი ყოველდღიურად იმდენად მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს გადიოდა, რომ რთულად გადასატანი იყო ოჯახის წევრებისთვისაც.
როგორც კი რუსთაველზე ძალების გამოყენება იწყებოდა, მარიამი მიდიოდა, პოლიციელებს ცხვირწინ უდგებოდა, რომ ამით პროტესტი გამოეხატა. ესაუბრებოდა - “ნუ ურტყამთ ახალგაზრდებს, ნუ სცემთ, ნუ იყენებთ ძალებს ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენს ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ -თქვენს ამ ქვეყნის“ და ა.შ.ვფიქრობ, ეს ვიდეორგოლიც ზუსტად იმისთვის ჩაწერა.