"მო­ი­წამ­ლა ჩემი შვი­ლი... იმ ვიდეოს გადაღების შემდეგ წააქციეს, გაზებიც აყლაპეს" - რას ჰყვება პეტრე კოლხი შვილის ვიდეოზე, რომელიც მთელ მსოფლიოში პოპულარულია" - მშობლები

"იმ ვიდეოს გადაღების შემდეგ წააქციეს, გაზებიც აყლაპეს, მო­ი­წამ­ლა ჩემი შვი­ლი..." - რას ჰყვება პეტრე კოლხი შვილის ვიდეოზე, რომელიც მთელ მსოფლიოში პოპულარულია"

2024-12-05 14:30:19+04:00

ცოტა ხნის წინ თითქმის ყველა სოციალურ პლატფორმაზე გავრცელდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გადაღებული ვიდეო. ტიკ-ტოკის რამდენიმეწამიან ვიდეოში ჩანს სპეცრაზმთან მდგარი ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც ძალოვანი ხელით ანიშნებს რომ მიუახლოვდეს და კამერის წინ ერთად პოზირებენ.

“თანამედროვე რომელო და ჯულიეტას“ სახელით გავრცელებულ ვიდეოს დღეს 10 მილიონი ნახვა აქვს. ამასთან, ის ძალიან ცნობილმა გლობალურმა გვერდებმა და ინფლუენსერებმა გააზიარეს. როგორც აღმოჩნდა, კადრებში ასახული მთავარი გმირი, პეტრე კოლხის ქალიშვილი -მარიამ კვარაცხელიაა.

AMBEBI.GEპეტრე კოლხსესაუბრა. როგორც აღმოჩნდა, ვიდეოს საკმაოდ მოულოდნელი გაგრძელებაც აქვს, რომელიც არც თუ ისეთი რომანტიკულია, როგორ განწყობასაც კადრები ტოვებს.

“წლების წინ, მარიამის მიმართ იყო გასაოცარი ბულინგი იმის გამო, რომ მდინარეში ტუნიკით ჩავიდა. მაშინ ფოტოები ჩემს სოციალურ გვერდზე განვათავსე, რომ ბევრი მოწონება ჰქონოდა. მისი ბავშვური ახირება იყო და ძალიან უწყინარი ფოტოები. თუმცა, 10 წლის წინ, ერის ძალიან დიდმა ნაწილმა ჩაწიხლა და მაშინ მარიამი ყოველდღიურად იმდენად მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს გადიოდა, რომ რთულად გადასატანი იყო ოჯახის წევრებისთვისაც.

მას მერე გავიდა დრო. უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა, მაგისტრატურასაც ამთავრებს და უცხოეთშიც ჩააბარა. ახლა აპირებს გერმანიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში წასვლას, თუმცა მანამდე მეგობრებთან ერთად დააარსეს სტუდენტური მოძრაობა “ნაბიჯი“, რომელიც ძალიან რეიტინგულია.
  • პირგავეშებული ებრძვის ამ რეჟიმს, ისევე, როგორც ყველა ჩვენგანი. ყოველდღიურად გამოდიოდა მარიამი აქციაზე თავის მეგობრებთან ერთად.

როგორც კი რუსთაველზე ძალების გამოყენება იწყებოდა, მარიამი მიდიოდა, პოლიციელებს ცხვირწინ უდგებოდა, რომ ამით პროტესტი გამოეხატა. ესაუბრებოდა - “ნუ ურტყამთ ახალგაზრდებს, ნუ სცემთ, ნუ იყენებთ ძალებს ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენს ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ -თქვენს ამ ქვეყნის“ და ა.შ.ვფიქრობ, ეს ვიდეორგოლიც ზუსტად იმისთვის ჩაწერა.

განაგრძეთ კითხვა

ჩემზე უარესი გიჟი შვილი მყავს! - გოგონა, რომლის ვიდეოც ვირუსულად გავრცელდა, პეტრე კოლხის ქალიშვილია
მე ვერ ვუძლებ სახლში ხმაურს, ყიჟინას, გნიასს... ძალიან დაღლილი მაქვს ფსიქიკა და ზედმეტი ხმაურები კიდევ უფრო მაგიჟებს... ამიტომ გავერიდე ოჯახს... - პეტრე კოლხი შვილებსა და ოჯახზე