პატარა ვიქტორს დედა და ბებია ჰყავდა. მათთან ერთად ცხოვრობდა პატარა სახლში, მაგრამ ამ ქალებიდან არც ერთი ბავშვზე არ წრუნავდა. წელიწადნახევრის ასაკიდან ბიჭი ძაღლთან ერთად ცარიელ ოთახში ცხოვრობდა: მასთან ერთად საერთო საფენზე ეძინა და ძაღლის თასიდან ჭამდა. ის ფაქტი, რომ ბავშვი არაადამიანურ პირობებში ცხოვრობდა, შემთხვევით გახდა ცნობილი, ადგილობრივი პედიატრის წყალობით - შეამჩნია, რომ მასთან რეგისტრირებული ვიქტორი დიდი ხნის განმავლობაში კონტროლზე არ მიუყვანიათ. ქალმა ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლის დახმარებით შევიდა სახლში.
მათ შემზარავი სურათი დახვდათ: ერთ-ერთ ოთახში პატარა შიშველი ბიჭი და გამოკეტილი ძაღლი დახვდათ. ბავშვი ოთხზე ცოცავდა, მისი ხმა ყეფას უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანის მეტყველებას, იღიმებოდა და ზოგადად, ძაღლივით იქცეოდა. ბავშვი უფროსების დანახვისას შეშინდა და კუთხეში მიიმალა. მოგვიანებით ერთ-ერთმა პოლიციელმა გაიხსენა: „ბიჭის თმა ტილებით იყო გაჟღენთილი, ხელების და ფეხის ფრჩხილები დაახლოებით ხუთი სანტიმეტრი იყო“.
ბავშვი ოჯახიდან წაიყვანეს, ვიტას დედა და ბებიები გაასამართლეს. თუმცა მხოლოდ პირობითი სასჯელი მიუსაჯეს, დედას მშობლის უფლება ჩამოერთვა. იმ დროს არავინ იცოდა, სად წაეყვანათ ვიქტორი - ბავშვთა სახლი ბიჭუნას სათანადოდ ვერ მოუვლიდა. საბოლოოდ მას გაუმართლა - იშვილა ოჯახმა, რომელსაც იმ დროს უკვე რამდენიმე ნაშვილები შვილი ჰყავდა.
თავიდან ძალიან გაუჭირდა ბავშვს - მეტყველება კარგად არ ესმოდა, ტუალეტით სარგებლობა არ იცოდა და მთვარეს უყვიროდა. „უფროსმა ბავშვებმა ასწავლეს ლაპარაკი, მაგრამ ყეფით პასუხობდა და საწოლის ქვეშ იმალებოდა“, - ამბობს მისი მშვილებელი.
ბიჭმა ახალ ოჯახში ორ ფეხზე სიარულიც ისწავლა. ახლა ვიქტორი 21 წლისაა, კოლეჯში სწავლობს, რომ მკერავი გახდეს. სამწუხაროდ, ძაღლთან ცხოვრების ექვს წელს უკვალოდ არ ჩაუვლია - ბიჭის განვითარება თანატოლებს ჩამორჩება, ნელა ლაპარაკობს, სიტყვებს აჭიანურებს, კოგნიტური უნარებიც შესუსტებული აქვს. ამიტომ ვიქტორს არ შეუძლია დამოუკიდებლად ცხოვრება. დედობილმა და მისმა მეუღლემ უკვე გადაწყვიტეს, რომ ბიჭს უვადო მეურვეობას მისცემენ.
ახლა ბიჭი 25 წლისაა. მიუხედავად რთული წარსულისა, ბევრი რამის მიღწევა მოახერხა ცხოვრებაში - ისწავლა სიარული და ლაპარაკი, სკოლაშიც კი დადიოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა და ორ პროფესიას დაეუფლა - კერვას და მებაღეობას. ვიქტორს უყვარს ყველაფერი, რაც ეხება მცენარეებსა და ცხოველებს - მისი მშვილებლის მიერ შექმნილ სარეაბილიტაციო ცენტრში კურდღლებზე ზრუნავს, ძროხებისთვის თივა მიაქვს და ყვავილებს უვლის.