ბავშვებისთვის ერთი და იგივე წიგნის განმეორებით კითხვას ბევრი სარგებელი აქვს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინტელექტუალური, ემოციური და მეტყველების განვითარების პროცესში. ამ მეთოდს ხშირად იყენებენ მშობლები და პედაგოგები, რათა ბავშვებმა უკეთესად გაიაზრონ შინაარსი, დაიმახსოვრონ და შეიყვარონ წიგნი.
რა სარგებელი აქვს ერთი და იგივე წიგნის განმეორებით კითხვას ბავშვებისთვის:
როდესაც ბავშვი განმეორებით კითხულობს ერთი და იმავე ისტორიას, უკეთ სწავლობს ახალ სიტყვებსა და ფრაზებს. განმეორებითი კითხვა ეხმარება მას არა მხოლოდ ახალი ლექსიკის დამახსოვრებაში, არამედ წინადადებების სწორი ფორმულირებით შედგენასა და სწორ კონტექსტში გამოყენებაში.
განმეორებითი კითხვა ეხმარება ბავშვებს მოვლენებისა და დეტალების უკეთ დამახსოვრებაში. ეს პროცესი ამყარებს მათ მეხსიერებას და ეხმარება ისტორიის უკეთ გაგებაში. თუ პირველ ჯერზე ბავშვი მხოლოდ ზოგად სიუჟეტს ითვისებს, განმეორებითი კითხვა საშუალებას აძლევს მას ყურადღება გაამახვილოს წვრილმან დეტალებზე. შეამჩნიოს ისეთი დეტალები, რომელიც შესაძლოა გამორჩა.
ერთი და იგივე წიგნის განმეორებითი კითხვა ბავშვებს ემოციურ კომფორტს ანიჭებს. როცა ისინი იცნობენ სიუჟეტს და იციან, რა მოხდება შემდეგ, ეს მათ უსაფრთხოების განცდას უქმნის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ახალ სიტუაციებთან გამკლავებისას თავს არაკომფორტულად გრძნობენ.
განმეორებითი კითხვა ბავშვებს საშუალებას აძლევს, უფრო ღრმად გააზრონ და განავითარონ საკუთარი კრეატიული უნარები. ისინი იწყებენ ახალი კითხვების დასმას, ცდილობენ წარმოიდგინონ, როგორ შეიძლებოდა სიუჟეტი სხვაგვარად განვითარებულიყო, ან თუნდაც თავად შეიმუშაონ საკუთარი ამბები იმავე პერსონაჟებზე.
წიგნის განმეორებით წაკითხვა საინტერესო გამოწვევაა იმ მხრივაც, რომ ბავშვს შეუძლია სცადოს წიგნის ავტორის ფარული გზავნილების გაგება. გაიაზროს, როგორი ქვეტექსტი იმალება წინადადებების მიღმა. რისი თქმა სურდა ამ ნაწარმოებით მის ავტორს. ბავშვი ისწავლის ისეთი დეტალების შემჩნევას, რაც ერთი წაკითხვით ძნელად შესამჩნევია.
ერთი და იგივე წიგნის განმეორებითი კითხვა ბავშვებისთვის არ არის მოსაწყენი პროცესი, როგორც შეიძლება ზოგიერთი უფროსი ფიქრობდეს. ეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც ეხმარება ბავშვებს ენის განვითარებაში, მეხსიერების და ყურადღების გაუმჯობესებაში, კრეატიულობის გაღრმავებასა და ემოციური კავშირის ჩამოყალიბებაში.
R