უელსის პრინცესა სამეფო ვალდებულებებს, საზღვარგარეთ მოგზაურობებს და ღონისძიებებს ჩვეულებრივ საოჯახო საქმეებს უტავსებს. მეუღლესთან ერთად ქეით მიდლტონი 3 შვილს ზრდის. მისი აღზრის რამდენიმე წესი ცნობილია და სწორედ მათ გიზიარებთ:
1. აძლევს ბავშვებს არჩევანის უფლებას
უიელსელი წყვილი ბავშვებს თავს არ ახვევს საკუთარ პრინცებს და არ აძალებენ იმ აქტივობებს, რომლებიც ბავშვებს არ მოსწონთ. მაგალითად, 2020 წელს უილიამს ჰკითხეს, იყო თუ არა ჯორჯი ასტონ ვილა FC ისეთივე გულშემატკივარი, როგორც თავად. "არა, ჩვენ არ ვცდილობთ დავარწმუნოთ ის, რომ ვილას ფანი გახდეს", - უპასუხა პრინცმა უილიამმა. - მივეცით მას ნება, აირჩიოს. მთავარია ის იპოვნოს რაც მისი შესაფერისია.“
2. ხშირად დაჰყავს შვილები სტუმრად მოხუც ნათესავებთან
ოჯახი არასდროს უშვებდა ხელიდან შესაძლებლობას, შვილები დედოფლის მოსანახულებლად წაეყვანა. ქეითი ასევე ახლოსაა მშობლებთან, კეროლ და მაიკლ მიდლტონებთან და კემბრიჯელები ხშირად რჩებიან მათთან ბაკლბერის სამკვიდროში.
3. უყვარს ჩახუტება
ერთ დღეს, საჯარო ღონისძიების დროს, ქეითს მიუახლოვდა ფანი, სახელად ჯანეტ ემერი. თბილად მოეხვია ჰერცოგინიას და მანაც უპასუხა იგივეთი უპასუხა. "ჩახუტება ნამდვილად მნიშვნელოვანია", - თქვა მიდლტონმა. ”ჩემს შვილებს ყოველთვის ვეუბნები ამას.”
4. უყურებენ ფილმებს და მულტფილმებს ერთად
დიახ, სამეფო ოჯახის წევრებიც კი იყენებენ iPad-ებს ბავშვების გასართობად და ხანგრძლივი ფრენების დროს სიმშვიდის შესანარჩუნებლად. და პრინციპი "ჩართეთ ეს მათთვის და მოდით დავისვენოთ" აქ არ მუშაობს. ქეითი და უილიამი მათთა ერთად უყურებენ ბავშვების საყვარელ შოუს. 2018 წელს ოჯახმა გამოაცხადა, რომ პრინც ჯორჯს პეპა გოჭი უყვარს და ყოველთვის იმედი აქვს, რომ მის მშობლებსაც მოსწონთ ეს მულტფილმი. „უნდა აჩვენო, რომ მართლა გაინტერესებს. მაგალითად, ჯორჯი ძალიან ნერვიულობს, თუ საკმარის ყურადღებას არ ვაქცევთ გმირებს“, - განმარტა უილიამმა.
5. სუფთა ჰაერზე დასვენება
2018 წელს ქეითმა დაწერა ღია წერილი ბავშვთა ჰოსპისის კვირეულის მხარდასაჭერად. მან აღიარა, რომ ძვირფასია "მარტივი ოჯახური მომენტები" შვილების გარემოცვაში და ერთ-ერთი მათგანი "გარეთ ერთად თამაშია".
„ერთად დროის გატარება ოჯახური ცხოვრების ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტია და, როგორც დედა, ძალიან ვაფასებ ჩვენს ეზოს თამაშებს“, - აღნიშნა ქალმა.
6. აძლევს დასვრის ნებას
ქეით მიდლტონის შვილებს ყოველთვის არ აინტერესებთ სისუფთავის შენარჩუნება, ეს არც ჰერცოგინიას ადარდებს. უფრო მეტიც, წახალისებულია კიდეც დასვრა. საუბარია არა მხოლოდ ეზოში თამაშისას, არამედ საოჯახო საქმეებში დახმარების დროსაც. მაგალითად, მომავალი დედოფალი ხშირად საქმიანობს სამზარეულოში შვილებთან ერთად. რამდენიმე წლის წინ, ქალაქ ლანსტონში სტუმრობისას, ქეითმა ადგილობრივი სკოლის მოსწავლეების მიერ გამომცხვარი ბრაუნი გასინჯა. მან შეაქო ნამცხვარი და დასძინა: „როდესაც ჯორჯთან ერთად ვაცხობ, შოკოლადი და ოქროს სიროფი ყველგან ასხია. ასეთი არეულობა უყვარს ჯორჯს!“პრინცებს ასევე უყვართ პიცის ცხობა. "მათ მოსწონთ, რადგან ყურებამდე ფქვილში არიან ამოსვრილი", - ხუმრობს ქეითი.
7. აძლევს „სიგიჟის“ უფლებას
ერთხელ მიდლტონმა აღიარა, რომ შარლოტა სახლში ყველას თავის ჭკუაზე ატარებდა და კითხვაზე, თუ რატომ არ მოვიდა პატარა პრინცესა ბუკინგემის სასახლეში ღონისძიებაზე, ჰერცოგინიამ უბრალოდ უპასუხა: „იმიტომ რომ გაგიჟდებოდა". პრინცმა უილიამმა რამდენიმე წლის წინ უთხრა სხვა მშობლებს, რომ ახალგაზრდა კემბრიჯელები „დარბიან სახლში, ხტუნავდნენ და ისვრიან ნივთებს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ბავშვი.
8. ჰყავს შინაური ცხოველი
შინაური ცხოველების შენახვა შესაძლებელია და აუცილებელია (მიუხედავად იმისა, რომ სახლში ბევრი ფასდაუდებელი მემკვიდრეობაა). ჯერ კიდევ ჯორჯის დაბადებამდე, უილიამმა და ქეითმა ძაღლი, ლუპო, ინგლისელი კოკერ სპანიელი აიყვანეს. ის ოჯახის სრულფასოვანი წევრი იყო და ბევრ ოჯახურ ფოტოზეც მოხვდა. კიდევ ერთი შინაური ცხოველია ზაზუნა, სახელად მარვინი. პრინცესა შარლოტა მას აღმერთებს.
შინაური ცხოველის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, 2021 წელს, ქეითმა და უილიამმა კიდევ ერთი ძაღლი აიყვანეს. ეს იყო შავი კოკერ სპანიელი, სახელად ორლა.ოჯახს ზოგადად ძალიან უყვარს ცხოველები და ქეითმა, როგორც ჩანს, იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის ძაღლის ყოლა.
9. არ უყვირის ბავშვებს
წყვილი შვილებთან ხმას არასდროს უწევს - ეს არის რკინის წესი. და, რა თქმა უნდა, არ არსებობს ფიზიკური დასჯა, ეს განხილვის საგანიც კი არ არის. წყვილთან დაახლოებული წყაროების ცნობით, მშობლებს ცელქი ბავშვი ცალკე ოთახში მიჰყავთ. არის „საუბრის დივანი“, სადაც ქეითი ან უილიამი მასთან ერთად განიხილავენ დამნაშავის საქციელს.„ბავშვსა და მშობელს შორის დისკუსიის გახსნა, საშუალებას აძლევს ბავშვს გამოხატოს თავისი გრძნობები და მშობელმა ახსნას, რა გააკეთა ბავშვმა და რატომ არის ეს არასწორი“, განუმარტა Express-ს Babysense-ის ბრენდის ექსპერტმა. . „კემბრიჯები მტკიცედ გმობენ ცუდი ქცევის ნებისმიერ შედეგებს, მაგრამ არასოდეს უწევენ ხმას“.
10. არიდებს სოციალურ მედიას
ქეითი და უილიამი ბავშვებს სოციალური მედიისგან შორს ამყოფებენ და თავმდაბლობას ასწავლიან.„ისინი შვილებს ყურადღებას არ უმახვილებენ თავინთ პროვილეგირებულ მდგომარეობაზე, ასწავლიან, არ იტრაბახონ თავიანთი სტატუსით და არ ჰქონდეთ უპირატესობის კომპლექსები“, განუცხადა US Weekly-ს ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ. ”ამიტომაც ჯორჯი, შარლოტა და ლუი თანატოლებს ყოველთვი თანასწორად თვლიან”. მიუხედავად იმისა, რომ პრინცესას აქვს რაღაც საამაყო - იგივე ინფორმატორი იტყობინება, რომ შარლოტა გამორჩეულად ნიჭიერია: ”ის კლასში საუკეთესოა და როცა ამის საშუალება აქვს, სასკოლო სპექტაკლებშიც იღებს მონაწილეობას “.