ვალერიან (ვაკო) დუნდუა, სამთო კურორტებზე სამაშველო სამსახურის გამოცდილი თანამშრომელი, ბევრისთვის საყვარელი ადამიანი, რომელსაც "მთის კაცს" და "მაშველის მაშველსაც" ეძახდნენ, 46 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეგობრები მას სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:
"დიდი გული გქონდა და დიდი ტკივილიც დაგვიტოვე..."
"წარუშლელი კვალი დატოვე, ვაკო, ამ ცხოვრებაში და ასევე მოუნელებელი ტკივილი შენი წასვლით. შენს გარეშე მთა აღარასდროს იქნება “ისეთი”, ჩვენ რომ გვიყვარდა…
საქართველომ კი დაკარგა ერთ-ერთი უდიდესი პატრიოტი და საუკეთესო ადამიანი".
"წავიდა კეთილი მთის კაცი…
თავზარდაცემული სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, რომ გადმოვცე სათქმელი. არადა ბევრის თქმა მინდა შენზე და შენთვის ვაკუშ. ახლა მხოლოდ გეტყვი მადლობა და შეხვედრამდე, მუდამ ღიმილიანო".