ოკუპირებულ გალში, საბერიოში, ხანძრის შედეგად დაღუპული 5 მცირეწლოვანი 9 იანვარს დაკრძალეს. გოგონები უკანასკნელ გზაზე უამრავმა ადამიანმა გააცილა. ГалМедиа-მ ადგილიდან უმძიმესი რეპორტაჟი გაავრცელა.
გოგონების მშობლებს სამძიმარი აფხაზმა სასულიერო პირებმა, ადგილობრივმა ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ჩასულმა ადამიანებმა გამოუცხადეს.
ტრაგედია ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების სახლში 5 იანვარს, გამთენიისას მოხდა.
ბებიასთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან საახალწლოდ სტუმრად ჩასული ხუთი შვილიშვილი იმყოფებოდა. ბებიამ გასათბობად ღუმელის ანთება გადაწყვიტა, რა დროსაც ნავთი ბენზინში აერია და აღნიშნულმა ხანძარი გამოიწვია.
არასრულწლოვანების გადარჩენა ვერ მოხერხდა - ენგურჰესის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს შემთხვევის ადგილზე მისვლისას სახლი სრულად დამწვარი დახვდათ. დაღუპული ხუთი ბავშვიდან უფროსი გოგო 8 წლის იყო, უმცროსი - 4 თვის. განაგრძეთ კითხვა