"მიმაჩნდა, რომ ყველგან შეგიძლია პროტესტი გამოხატო, მაგრამ როდესაც ამის საშუალება არ გეძლევა, უნდა წამოხვიდე... არ­ც ერ­თი მხა­რე არ მი­ჭი­რავს, ასე­თია ჩემი პო­ზი­ცია" - რუსკა მაყაშვილი "იმედიდან" წამოსვლასა და შექმნილ ვითარებაზე - მშობლები

"მიმაჩნდა, რომ ყველგან შეგიძლია პროტესტი გამოხატო, მაგრამ როდესაც ამის საშუალება არ გეძლევა, უნდა წამოხვიდე... არ­ც ერ­თი მხა­რე არ მი­ჭი­რავს, ასე­თია ჩემი პო­ზი­ცია" - რუსკა მაყაშვილი "იმედიდან" წამოსვლასა და შექმნილ ვითარებაზე

2025-02-03 19:51:08+04:00

დეკემბრის დასაწყისში, მსახიობმა და ტელეწამყვანმარუსკა მაყაშვილმატელეკომპანია "იმედი“ დატოვა.

"ძალიან ბევრი მიზეზია იმისა, ეს აქამდე რატომ არ გავაკეთე, თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი! მორჩა, საკმარისია ამდენი ტყუილი“,- წერდა რუსკა სოციალურ ქსელში.

მიუხედავად "იმედზე“ მუშაობისა, ის ჯერ კიდევ გაზაფხულის აქციებზე ღიად აფიქსირებდა თავის პოზიციას საქართველოს ევროპულ მომავალზე. ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ არხზე დარჩა იქამდე, ვიდრე საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება ჰქონდა.

რუსკას არხის დატოვების შემდეგ, მედიაში ამ თემაზე არ უსაუბრია.

"ნურავინ გაბედავს რამე მიმითითოს ან რჩევა მომცეს, არ მაინტერესებს. პატივი ეცით განსხვავებულ აზრს, პატივი ეცით საკუთარ თავებს. ყოველთვის გავაპროტესტებ იმას, რასაც მე ჩავთვლი, რომ არასწორია...“ - ეს ნაწყვეტია მისი სტატუსიდან, რომელიც ცოტა ხნის წინ "ინსტაგრამზე" მან გამოაქვეყნა.

მსახიობს დავუკავშირდით და ვთხოვეთ ესაუბრა თუ რა გახდა, არხიდან მისი წამოსვლის მიზეზი, ეს იყო საზოგადოების ზეწოლა თუ პირადი არჩევანი.

- რუსკა, გასული წლის მიწურულს აქციების დაწყებისას, თქვენც იყავით იმ ცნობილ სახეებში, ვისაც მოუწოდებდნენ დაგეტოვებინათ "იმედი“. ამ ზეწოლამ გავლენა მოახდინა თქვენს გადაწყვეტილებაზე?

- რა თქმა უნდა, არა. დავტოვე იმიტომ, რომ მე ასე მინდოდა და არა იმიტომ, რომ, ვიღაცას ასე უნდოდა. "იმედში“ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და მათთან ურთიერთობა არ გამიწყვეტია. რაც შეეხება "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ ჩემს "სთორის", სწორედ ამ თემაზე ვწერ, რომ არავისი საქმე არ არის, ვინ რა პოზიციაზეა. განაგრძეთ კითხვა