გაზეთ "კვირის პალიტრის" უნიკალური პროექტი "გზავნილი მომავალში", რომლითაც ის XXI საუკუნეს შეხვდა, უკვე ყველასთვის ცნობილია. მაშინ გაზეთის ყველა მკითხველს და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო წერილი დაეწერა, რომელსაც ადრესატი მიიღებდა 5, 10, 25, 50 ან 100 წლის შემდეგ.
წელს, 2025 წლის მარტში სკივრი მესამედ გაიხსნა და 3 ათასზე მეტი ადამიანი მიიღებს 25 წლის წინ დაწერილ წერილს. ეს ფაქტი ყველასთვის ძალიან ემოციურია.
აღმოჩნდა, რომ მსგავსი წერილი მანიკა ასათიანსაც დაუწერია. მაშინ ის 8 წლის იყო და წერილი ახალდაბადებულ ძმას დაუწერა. მანიკა სოციალურ ქსელში ყვება ამ ამბავს და ემოციებს ვერ მალავს:
"ჩემს ძმას, გუშინ, ფოსტიდან მოუვიდა შეტყობინება, რომ მის სახელზე იყო წერილი. ოჯახში გარჩევა გვქონდა, ვისი დაწერილი შეიძლებოდა ყოფილიყო. მე არ მახსოვდა, რომ ეს წერილი დავწერე. გუშინ მეც მეგონა, რომ წერილი ბებიამ ან ბაბუამ დაწერა. დღეს ჩემმა ძმამ გამოიტანა წერილი და აღმოჩნდა, რომ არის ჩემი დაწერილი.
25 წლის წინ, მე როცა ვწერდი ამ წერილს, ვიყავი 8 წლის. არ ვიცი, ვიღაცისთვის ეს შეიძლება ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ იმდენად ემოციური იყო ამ წერილის წაკითხვა, რომ ვერ შევიკავე ცრემლები.
მინდოდა, მადლობა მეთქვა კვირის პალიტრისთვის და ამ ინიციატივის ავტორისთვის, იმიტომ, რომ 25 წლის წინანდელი ემოცია გამიცოცხლდა. ვისურვებდი, რომ ბევრი ასეთი შესაძლებლობა გვქონდეს. მოულოდნელი სიხარულივით იყო.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კვირის პალიტრას, რომ დღევანდელი დღე, არა მარტო მე, არამედ ჩემს ოჯახს გაგვილამაზეს".
ეს კი მანიკას მიერ 2000 წელს დაწერილი წერილი: