გინეკოლოგი რუსუდან ყურუა სოციალურ ქსელში, საკუთარ ბლოგზე საუბრობს, რაზეა ბავშვის სქესი დამოკიდებული და როდის იზრდება გოგონას ან ბიჭის ჩასახვის შანსი:
- ჩინური კალენდარი, რომელზეც მითები დადის, ნამდვილად მითია. სინამდვილეში, მხოლოდ მამაკაცზეა დამოკიდებული, ნაყოფი მდედრობითი სქესის იქნება თუ მამრობითი. მამაკაცს X და Y ქრომოსომები აქვს. X-ის შემთხვევაში გოგონა ჩნდება, Y-ის შემთხვევაში, ბიჭი. გააჩნია, რომელი გაიმარჯვებს. მაგრამ, პატარა ხრიკი არსებობს. X ქრომოსომები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე Y ქრომოსომები. ამიტომ, თუ სქესობრივი აქტი ოვულაციამდე გექნებათ, სავარაუდოდ, გოგო გაჩნდება. ხოლო, თუ ოვულაციის შემდეგ - მაშინ ბიჭი.