როგორც ცნობილია, მომღერალი მარიამ როინიშვილი და მისი რჩული - ტელეწამყვანი და შეფმზარეული ვახო კანდელაკი რა ხანია, ერთად არიან. ცოტა ხნის წინ კი საზოგადოებას ამცნეს, რომ შვოლსაც ელოდებიან.
"ბავშვი ნომერი ორი გზაშია..." - ასეთი მინაწერი (ინგლისურად) გაუკეთა მარიამმა ახალ ფოტოკოლაჟს, რომელზეც უკვე კარგად ეტყობა ორსულობა.
ახლახან კი ფოტო გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მარიამი 33 კვირის ორსულია.
მარიამი წლების წინ დაშორდა პირველ მეუღლეს - მსახიობ გიორგი მახარაძეს, რომელთანაც ერთი ქალიშვილი - ელენე ჰყავს.
ყოფილი ცოლ-ქმარი მეგობრობს და მარიამს გიორგის მეორე მეუღლესთან - მსახიობ მარიამ ნადირაძესთანაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.
ვახოსაც ჰქონდა პირველი ოჯახი და ვაჟი ჰყავს პირველი ქორწინებიდან.
მომავალი პატარა ორივესთვის მეორე შვილი იქნება.