"თუ გინდათ, შვილს დიდი სიკეთე გაუკეთოთ, მოწყენის საშუალება მიეცით, ნუ ეცდებით, თქვენით გაართოთ" - ამბობს კენჰი კიმი, თითქმის 20 წლიანი გამოცდილების მქონე მასწავლებელი.
”ყველაზე ხშირად კლასში მოწყენილობას ვაწყდები. ბავშვები ელოდებიან, რომ ვიღაც მოვა და ”გაართობს” მათ. ამას, როგორც წესი, უფროსებისგან ელიან. ბავშვი დამოკიდებული ხდება იმაზე, ვინ გაართობს,, ვინ უკარნახებს ახლა რა გააკეთოს”, - განმარტა სპეციალისტმა SheKnows-თან ინტერვიუში. მასწავლებელს მიაჩნია, რომ მშობლებმა ძალიან არ უნდა ინერვიულონ შვილების მოწყენილობის გამო და არ უნდა ეცადონ, რომ ყოველი წუთი შეუვსონ.
„მკაცრი გრაფიკის არქონამ შეიძლება შემოქმედებითობისთვის შექმნას სივრცე. ბავშვები უკვე იბადებიან შემოქმედებითი აზროვნებით, მაგრამ ხშირად ამ უნარს მშობლის მიერ ზედმეტად ორგანიზებული ყოველდღიურობა ახშობს. როცა მუდამ უფროსის მიერაა დაგეგმილი მთელი დღის რეჟიმი, ტვინს განტვირთვის და წარმოსახვის საშუალება აღარ ეძლევა“, - ამბობს კიმი.