ბიზნესმენმა სანდრო შელიამ და ჟურნალისტმა ნინა ხუბუტიამ 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს იტალიაში დაიწერეს ჯვარი. რამდენიმე დღის წინ, დედის დღეს, სოციალურ ქსელში ნინას ორსულობის ფოტოები გამოჩნდა და ასე ამცნო წყვილმა საზოგადოებას, რომ საერთო შვილს ელოდება.
"სიყვარულის მოლოდინში... გილოცავთ ყველა დედას, დედიკოების დღეს!"
ახლა კი ნინამ ფოტოსესიის მორიგი საინტერესო კადრები გამოაქვეყნა.
"სიყვარული იწყება მუცელში... ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები ჩემს და შენს პატარა ნახევარს..."
სანდრო შელიასთვის ეს მესამე ქორწინებაა. პირველი ქორწინებიდან ვაჟი ჰყავს, მეორე ქორწინებაში პიანისტ და ტელეწამყვან თათია შარანგიასთან კიდევ ერთი ვაჟი შეეძინა.
განქორწინებამდე, წყვილი ერთად ათი წელი ცხოვრობდა. ნინასთვის მეორე ქორწინებაა, თუმცა ის პირველ შვილს ელოდება.