დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რა შეიძლება ქორწინების შემდეგ წონაში მომატების მიზეზი იყოს:
- ცხოვრების წესის ცვლილება ყველაზე მნიშვნელოვანია. მათ შორის, აღსანიშნავია:
- გაზრდილი კომფორტი და დასვენება: ქორწინებას ხშირად მოაქვს სტაბილურობისა და კომფორტის გრძნობა. ამან შეიძლება, მოტივაციის დაქვეითება გამოიწვიოს და მკაცრი ფიტნეს რუტინა ვერ შევინარჩუნოთ. ფიზიკური აქტივობა ქვეითდება.
- გაზიარებული კვება და კვების ჩვევები - აქ საღამოს, 6 საათის შემდეგ კვება უნდა აღინიშნოს. უმოძრაო ცხოვრების წესი.
- ნაკლები ფოკუსირება "მიმზიდველობაზე" - ქალები უფრო მეტად მაინც ცდილობენ, მიმზიდველები დარჩნენ მეორე ნახევრისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც. მამაკაცები ამას ნაკლებად აქცევენ ყურადღებას.
- გაზრდილი სოციალური შეკრებები - ახალდაქორწინებულ წყვილს ხშირად სტუმრობენ მეგობრები და თავადაც ხშირად ეპატიჟებიან სტუმრად. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საკვებისა და ალკოჰოლის მიღებასთან ასოცირდება და წონაზეც აისახება.
ჰორმონალურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებზეც უნდა ვისაუბროთ:
- ე.წ. ბედნიერი წონა: ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ქორწინებასთან დაკავშირებული ბედნიერება და კმაყოფილება წონის მატებას ხელს უწყობს. როდესაც ადამიანები შეუღლდებიან, არიან ბედნიერები და ეს ბედნიერება ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვებას განაპირობებს.
- სტრესის შემცირება: ვიცით, რომ სტრესი ადამიანის ორგანიზმზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს და ზოგჯერ, წონის კლებასთანაა ასოცირებული. არიან ადამიანები, რომლებიც, პირიქით, სტრესის დროს უფრო მეტ საკვებს მიირთმევენ და წონაში იმატებენ.
- ცვლილებები პრიორიტეტებში: აქტივობაზე დახარჯული დრო იცვლება. მჯდომარე, მწოლიარე პოზიცია უფრო ხშირია. სპორტდარბაზებში გატარებული დრო მცირდება.
- ორსულობა, მშობიარობა: ქალებში წონის მატებას ხელს უწყობს. ხშირად ქალებს მშობიარობის შემდგომ სასურველი ფორმის დაბრუნება უჭირთ.