"ეს მინანქარი ინარჩუნებს ფორმას, არ ხმება და არ ეკრობა დანას პასკის დაჭრისას" - ია მინდაძე-ასათიანი თეთრი მინანქრის ცერეპტს გვიზიარებს - მშობლები

"ეს მინანქარი ინარჩუნებს ფორმას, არ ხმება და არ ეკრობა დანას პასკის დაჭრისას" - ია მინდაძე-ასათიანი თეთრი მინანქრის რეცეპტს გვიზიარებს

2025-04-01 13:22:23+04:00
წინასააღდგომო სამზადისის დროს პასკის სურნელი თითქმის ყველა სახლში ტრიალებს. რა თქმა უნდა, გამოცხობის შემდეგ, პასკების გაფორმებაზეც ვფიქრობთ. საკმაოდ ბევრ დიასახლისს მოსწონს თეთრი მინანქარი, რომლის რეცეპტს გამოცდილი კულინარი ია მინდაძე-ასათიანი გვიზიარებს.
ეს მინანქარი ჟელატინზე მზადდება და ამიტომაც ინარჩუნებს ელასტიურობას, კონსისტენციას, არ ხმება და არ ეკრობა დანას დაჭრისას.
ინგრედიენტები:
  • შაქარი - 200 გ.
  • წყალი - 100 მლ
  • ჟელატინი - 6 გ (1 ჩაის კოვზი არის 5გ)
  • ლიმონის წვენი - გემოვნებით
მომზადება:
ჟელატინს დაასხით 2 ს/კ წყალი და გააჩერეთ 15-20 წუთი, რომ გაფუვდეს.
ამასობაში დარჩენილ წყალში გახსენით შაქარი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურიეთ, სანამ ოდნავ არ გასქელდება.
გაგრილებულ სიროფში შეურიეთ ჟელატინი, ათქვიფეთ მიქსერის მაღალ სიჩქარეზე მასის გათეთრებამდე (დაახლოებით 4-5 წუთის განმავლობაში), დაუმატეთ ლიმონის წვენი.
გააჩერეთ მიღებული მინანქარი 10 წუთი, შემდეგ კი წაუსვით პასკებს. გააფორმეთ სურვილისამებრ!
მინანქარი შესქელებული რძითა და რძის ფხვნილით
მინანქარი#1
  1. 100 გრ რძის ფხვნილი
  2. 60 გრ შესქელებული რძე("სგუშონი")
  3. 5 გრ ლიმონის წვენი.
  4. კარგად ამოურევთ და წაუსმევთ.
"ძალიან გემრიელი და მარტივი მინანქარია, რომელიც დროს უძლებს და შრება კარგად. თუმცა არ არის ბეზესავით. თუ თხელ მასას გააკეთებთ, არ გახმება, გაშრება კარგად, უფრო სქელი ხმება, მაგრამ როცა დაჭრით პასკას, ინარჩუნებს თავის სიმყარეს," - წერს ია მინდაძე-ასათიანი.
მინანქარი#2
შესქელებული რძე 55 გრ( სურვილოს შემთხვევაში გაზრდით რაოდენობას)
ჟელატინი 5 გრ (220 ბლუმიანი)
ჟელატინისთვის წყალი 20 გრ
ფერიც დაამატეთ თუ სურვილი გექნებათ.
ჟელატინი ჩაალბეთ. რომ გაფუვდება, გაალღვეთ ცეცხლზე, არ ადუღოთ.
შემდეგ შეურევთ შესქელებულ რძეს.
მეორენაირად შესქელებულ რძეს შეათბობთ კარგად და აფუებულ ჟელატინს გახსნით მასში. ათქვიფავთ მიქსერით.
თეთრი მინანქარი რძის ფხვნილითა და შესქელებული რძით: შრება კარგად. თუმცა არ არის ბეზესავით