2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ასე გამოიყურება:
- ისტორია აირჩია 18 900-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- მათემატიკა აირჩია 13 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- გეოგრაფია აირჩია 2 300-მა აბიტურიენტმა;
- ლიტერატურა აირჩია1 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- სამოქალაქო განათლება აირჩია 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ქიმია აირჩია 2 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ფიზიკა აირჩია 900-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ბიოლოგია აირჩია 3 200- ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ხელოვნება აირჩია 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
გამოცდების განრიგი დამტკიცებისთანავე გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge. დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, საგამოცდო ცენტრის მისამართისა და გამოცდაზე გამოცხადების დროის თაობაზე მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე, რომლის ამობეჭდვა, სავარაუდოდ, ივნისის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. 2023 წელს კი 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. საინტერესოა ისიც, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირება არადამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს აღარ შეეძლოთ.
რაც შეეხება საგნების არჩევანს, წინა წლებშიც ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა ისტორიის, შემდეგ კი მათემატიკის ჩაბარება გადაწყვიტა.
შედარებისთვის, 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის:
- ისტორია აირჩია – 21 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- მათემატიკა აირჩია – 17 000-მდე აბიტურიენტმა;
- გეოგრაფია აირჩია – 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ლიტერატურა აირჩია – 1 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- სამოქალაქო განათლება აირჩია - 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ქიმია აირჩია – 2 800-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ფიზიკა აირჩია – 1 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ბიოლოგია აირჩია – 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ხელოვნება აირჩია – 270-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
2023 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით ასეთია:
- ისტორია აირჩია 22 200-მდე აბიტურიენტმა;
- მათემატიკა - 15 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ბიოლოგია - 3 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ქიმია - 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- გეოგრაფია - 2 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ფიზიკა - 700-მდე აბიტურიენტმა;
- ლიტერატურა - 1 300-მდე აბიტურიენტმა;
- სამოქალაქო განათლება - 2 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
თამარ იაკობაშვილი