ხათუნა ხოფერია გადაცემაში "დღის პოსტი" შვილებთან და შვილიშვილებთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს:
- ისეთი კარგები არიან... 2 შვილზე 6 რძალი, 6 რძლისგან კი 8 შვილიშვილი მყავს. ნამდვილად ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. გოგონები ძალიან მომეხმარნენ. ცომს ზელდნენ, სახლში სანთელი იყო ანთებული და 90-ე ფსალმუნის წაკითხვა დავიწყე. ზეპირად ვკითხულობდი. შვილიშვილები გაკვირვებულები მიყურებდნენ. ისეთი საყვარლები იყვნენ... განსაკუთრებით, ლიზა, პატარა. ყველაფერს აკვირდებოდა. თიკუნამ წელს საოცარი პასკები დააცხო, თავისი კაფე გააკეთა. ასე, რომ რძლები ტრიალებენ, აკეთებენ... ჩემს გოგონებსაც ვასწავლი. მინდა, რომ ბავშვებმა ეს ყველაფერი იცოდნენ. არ მინდა, რომ ჩემი ტრადიციები მოიშალოს. არაფერი ისე არ ამყარებს ოჯახს, შვილებთან ურთიერთობას, რამდენადაც ტრადიციები. მე ვერ ჩავედი სენაკში, მაგრამ ჩემი შვილიშვილი ჩავიდა და მამას საფლავზე მივიდა, კვერცხი გადააგორა, სასმელი მიიტანეს. რა არის ამ ტრადიციაში ცუდი?!
როგორც ცნობილია, ბიზნესმენი, პოლიტიკოს ხათუნა ხოფერიას ვაჟი და მომღერალ თიკა ჯამბურიას ყოფილი მეუღლე ბექა ხოფერია მესამე ცოლს ცოტა ხნის წინ დაშორდა. ბიზნესმენი რამდენიმე კვირის წინ შეყვარებულთან ერთად მალდივებზე ისვენებდა და იქიდან გამოაქვეყნა ვიდეო. მისი რჩეული ნუცა ადამიაა, რომელიც წარსულში ირაკლი ალასანიას ვაჟზე იყო დაქორწინებული.
იქამდე ბექა და მისი მესამე მეუღლე სოფო ქურდიანი ხუთ წელზე მეტ ხანს იყვნენ ერთად და საერთო შვილს გიორგის ზრდიდნენ. დაქორწინება მხოლოდ შარშან გადაწყვიტეს. ქორწილი სიცილიაში გადაიხადეს. საქართველოდან სიცილიაში 90-მდე ადამიანი გაემგზავრა. ძველ ციხე-სიმაგრეში გამართულ ცერემონიას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, მით უმეტეს, რომ ქორწილს ბექას პირველი ცოლი თიკა ჯამბურია და მათი საერთო ქალიშვილი ნინა ესწრებოდნენ.
ნინას გარდა, მას კიდევ ორი ქალიშვილი ჰყავს მეორე ქორწინებიდან - ასირიელ ინასთან, რომელსაც თავის ყველაზე ლამაზ ცოლად მოიხსენიებდა ხოლმე.
ბექა შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს ხოლმე.