ენდოკრინოლოგიქეთი ასათიანი გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რა მნიშვნელობა აქვს წყალს ადამიანის ორგანიზმისათვის და შესაძლებელია თუ არა წყურვილის შეგრძნება შიმშილში აგვერიოს:
- ძალიან ხშირად ხდება, საკვების მიღების სურვილი გვაქვს, მაგრამ თურმე, სინამდვილეში, გვწყურია. წყლის სწორად მიღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. წყალმა საჭმლის მომნელებელი ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართული მუშაობა რომ არ შეაფერხოს, კვების დროს დალევას უნდა მოვერიდოთ. წყალი არაფრით ჩანაცვლდება. ჩვენს თითოეულ უჯრედს ყოველდღიურად გაწმენდა სჭირდება. შესაბამისად, წყალი უჯრედში საკმაოდ დიდი პროცენტითაა წარმოდგენილი. თუ წყლით ყოველდღიურად ამ პროცესების განახლება არ მოხდება, იმ დანალექებისგან, მინარევებისა და შლაკებისაგან სწორედ წყლით არ გაიწმინდება, სხვა პროდუქტი მას ვერ ჩაანაცვლებს. მაგრამ, კიტრი არის ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც წყლის მარაგის შევსებაში გვეხმარება.