ნუმეროლოგია უძველესი ეზოთერული მეცნიერებაა, რომელიც რიცხვების საიდუმლო მნიშვნელობასა და ადამიანის ბედზე მათ გავლენას სწავლობს. როგორც ნუმეროლოგები ამბობენ, მისი დახმარებით შეგვიძლია, საკუთარი თავისა და მომავლის შესახებ უფრო მეტი გავიგოთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც მივიღოთ. ნუმეროლოგებს სჯერათ, რომ თარიღები განსაკუთრებულ ენერგიას ატარებს - ზოგი მათგანი თამამი გადაწყვეტილებებისათვის ხელსაყრელია. ზოგჯერ კი ჯობს, მნიშვნელოვანი საქმეები არ დავგეგმოთ.
ყველა რიცხვით კომბინაციას შორის, სარკისებურ თარიღებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. სარკისებურია რიცხვები, რომლებიც ერთნაირად იკითხება მარცხნიდან მარჯვნივ და მარჯვნიდან მარცხნივ. ეზოთერიკოსები თვლიან, რომ ასეთ დღეებში სამყარო ძლიერ ნიშნებს გვიგზავნის და რიცხვების ენერგიას შეუძლია, ჩვენი ცხოვრება შეცვალოს.
2025 წლის 5 მაისს (05.05.2025) სარკისებური თარიღია.
თუ ამ თარიღის ყველა ციფრს შევკრებთ, მივიღებთ მნიშვნელობას 1 (5+5+2+2+5 = 19, 1+9 = 10 → 1+0 = 1).
ნუმეროლოგიაში რიცხვი ერთი დასაწყისის, ინდივიდუალობისა და ლიდერობის სიმბოლოა. ის განასახიერებს ამბიციას, დამოუკიდებლობასა და თვითგამოხატვის სურვილს. ეს დღე კარგია ახალი პროექტების დასაწყებად, ცვლილებების განსახორციელებლად, თამამი იდეების გასაჟღერებლად, დამატებით პასუხისმგებლობების ასაღებად. ამ კუთხით წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.
ასევე, ამ დღეს შესაძლოა, თითოეულ ადამიანს საკუთარი ამბიციისა და ენერგიის გამოვლენა მოუნდეს, რაც ცუდი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია, არ გადავაჭარბოთ და კომუნიკაციაში პრობლემები არ შევქმნათ.
როგორც ნუმეროლოგები ამბობენ, ამ დღის ენერგია დასახული მიზნების მიღწევაში, თამამი გეგმებისა და მიზნების განხორციელებასა და თავდაჯერებულობის გაზრდაში დაგეხმარებათ.
ამიტომ, დღეს წარმატების განსაკუთრებული შანსი გვაქვს. როგორც ნუმეროლოგები ამბობენ, აღნიშნული დღის ენერგია უფრო შესამჩნევი 1, 10 და 28 რიცხვებში ან იანვარში დაბადებულებისათვის იქნება.
2025 წლის 5 მაისი გვაძლევს ძლიერ ენერგიას, რომ საბოლოოდ გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელთა განხორციელებაც დიდი ხანია, გვინდა, მაგრამ აქამდე ვერ ვბედავდით. სწორედ ამ დღეს შეგვიძლია, დავიწყოთ რაღაც ახალი, რაც სამომავლოდ დიდ წარმატებასა და აღიარებას მოგვიტანს. როგორც ნუმეროლოგები ამბობენ, ეს პერიოდი შთამაგონებელი იდეებით იქნება სავსე, ენერგიისა და ენთუზიაზმის დონე კი შესამჩნევად გაიზრდება.
შესანიშნავი პერიოდია ცოდნის გასამრავალფეროვნებლად, სასურველ კურსებსა და ტრენინგებზე ჩასაწერად, ახალი გეგმებისა და იდეების შესადგენად, ცხოვრების წესის შესაცვლელად, რემონტის დასაწყებად, დამატებითი საქმის ასაღებად ან სამსახურის შესაცვლელად.
რიცხვი 5 სიბრძნის ენერგიას ატარებს. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, დაუკავშირდით თქვენთვის საინტერესო ადამიანებს და გამოცდილება გაუზიარეთ. შექმენით ახალი გარემო და ეწვიეთ საინტერესო ადგილებს, სადაც აქამდე არასდროს ყოფილხართ. იმოგზაურეთ, დაუკავშირდით თქვენთვის საყვარელ ადამიანებს, ისაუბრეთ და დადებითი ემოციები შეაგროვეთ. ეს დღე საკუთარი ბლოგის შესაქმნელადაც განსაკუთრებით ხელსაყრელია.
ამავე დღეს შეგიძლიათ, საქორწინო გეგმები ჩამოწეროთ, საყვარელ ადამიანს სიყვარულში გამოუტყდეთ, დაქორწინება, ნიშნობა შესთავაზოთ... მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტურ სიტუაციას. სხვა მხრივ, აღნიშნული დღის ენერგია დიდ წარმატებას გვპირდება.