"დედამ ჯერ არ იცის, რომ შვილი დაკარგა..." - ხაშურში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები: გარდაცვლილი ბავშვის დედა გონზე მოვიდა - მშობლები

"დედამ ჯერ არ იცის, რომ შვილი დაკარგა..." - ხაშურში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები: გარდაცვლილი ბავშვის დედა გონზე მოვიდა

2025-06-13 21:26:41+04:00

ხაშურში, რამდენიმე დღის წინ დატრიალებული ტრაგედიის დეტალები ამ დრომდე უცნობია. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 5 ივნისს, დილის 8 საათზე სამსახურიდან სახლში დაბრუნებულ მამას, ლევან ბარბაქაძეს საშინელი სურათი დახვდა, მისი 9 წლის შვილი, ლუკა ბარბაქაძე გარდაცვლილი იყო, ხოლო მისი მეუღლე, ნანა ხიხაძე - უგონოდ და კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ქალი ჯერ ხაშურის რეფერალურ კლინიკაში მიიყვანეს, შემდეგ კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.

ნანა ამ დრომდე კლინიკაში რჩება და როგორც ცნობილი ხდება, ექიმების რამდენიმე დღიანი მკურნალობა შედეგიანი აღმოჩნდა. ქალის ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და მისი მდგომარეობა უკვე სტაბილურია, ის გონზე მოვიდა.

ფაქტს ადასტურებს სოციალურ ქსელში ნანა ხიხაძის ძმაც.

"ბევრი ზარი შემომდის და ფიზიკურად ვერ ვპასუხობ ყველას. ნანას მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესებულია. კონტაქტურია. მადლობას გიხდით გვერდში დგომისთვის და ყურადღებისთვის", - წერს ძმა, გიორგი ხიხაძე.

ბავშვის გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად ამ დრომდე კვებითი ინტოქსიკაცია სახელდება. კონკრეტულად რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, ამაზე ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ არის. სპეციალისტების დასკვნის მოლოდინშია ყველა. განაგრძეთ კითხვა