წაიკითხეთ მამაკაცის ფიქრები და თქვენც დაფიქრდით, ვინმე ხომ არ გეცნოთ? წაიკითხეთ მამაკაცის ფიქრები და თქვენც დაფიქრდით, ვინმე ხომ არ გეცნოთ?
მას ურეკავენ
როგორ შეიძლება, მთელი საათი ელაპარაკებოდე მეგობარს ტელეფონით იმაზე, თუ როგორი მოდელის ჩექმა შეიძინე? ყავისფერი, ქუსლით, 2 ცალი - ესაა და ეს მთელი ინფორმაცია. საყვარელო, ხელი ხომ არ დაგეღალა ყურმლის ჭერით? -დასარეკი მაქვს, საყვარელო! - არ ესმის...
ჯერ წელიწადიც არ გასულა
რატომ სჭირდება მამაკაცს, სტუმრად წასვლის წინ მოსამზადებლად 5 წუთი, ხოლო ქალს - მთელი დღე? თან თვითონ თქვა: - ორ წუთში მზად ვიქნებიო.
- გიხდება, ძალიან გიხდება ეგ კაბა, წამოდი რა!
აი, ბილეთი ბალეტზე
საზეიმოდ გამოეწყო და უმანკო ქმარიც წაიყვანა საყვარელი მომღერლის კონცერტზე ან ბალეტზე - ოპერაში. 3 საათი გაუნძრევლად ჯდომა ერთ პოზაში. არც დაცემინება შეიძლება, არც დახველება, თან სასადილოშიც ყველაფერი ძვირია. ამას ჯობდა, ფეხბურთზე წავსულიყავით...
ვდიეტობთ ორივე
აღმოაჩინა ცელულიტი თეძოებზე. გადაწყვიტა, რომ ქმარიც დაესვა დიეტაზე. ქმარმა რაღა დააშავა. როგორ ეყოფა ნახევარი გრეიპფრუტი ვახშმად? ხორ-ცი! ხორ-ცი!
ისე, მე თუ მკითხავ, საყვარელო, სულაც არა ხარ მსუქანი...
ვინ შემაქებს ყველაზე კარგად?
ხომ გითხარი, არ ხარ მსუქანი. მკერდიც ლამაზი გაქვს. არა, შენ არა გაქვს მოგრეხილი ფეხები. არა, სულ არ ბერდები... გეყოფა, იკმარე კომპლიმენტები!
ხილი, ბოსტნეული, პროდუქტები
დადის, დადის, დადის მაღაზიაში. რძის პროდუქტებში იყო, იქიდან ძეხვეულში, მერე გაყინული პროდუქტები შეათვალიერა და ისევ დაბრუნდა რძის პროდუქტებში. გადაადგილების არანაირი ლოგიკა არ გააჩნია. კიდევ 10 წუთიც და მის გვერდში მდგომ მამაკაცს თვალებში წითელი რგოლები დაუტრიალდება, რის შემდეგაც ზომბად გადაიქცევა.
ნუ უყვირი, ის ჯერ პატარაა!
კლასიკაა: ჯერ ქმარს შესჩივლებს, რომ მათი შვილი არ მეცადინეობს, უხეშობს, ცუდი ნიშნები მოიტანა. შემდეგ კი უკმაყოფილოა, რომ კაცმა შენიშვნა მისცა: „რატომ უყვირი ბავშვს?“ კი მაგრამ, რა ვქნა, ბავშვს ასეთი საქციელისთვის კანფეტები ვუყიდო?
ოჰ, ეს ქალური ლოგიკა...
ასევე იხილეთ: როგორ ქალებს გაურბიან ყველაზე ხშირად მამაკაცები - გაეცანით ქალთა 10 ტიპს