ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებული ნაყინი საკმაოდ ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს ნაყინი შესანიშნავი დესერტია, განსაკუთრებით სიცხეში, გასაგრილებლად და ხშირად, დასანაყრებლადაც კი. თუმცა რამდენად სასარგებლოა, ვინ უნდა მიეძალოს და ვინ შეიკავოს თავი, ეს სხვა საკითხია. სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ ნატურალური და ხარისხიანი, თანაც, თუ ზომიერი სიხშირით მიიღებთ, ნაყინი საკმაოდ სასარგებლო პროდუქტია. ოღონდ, იმასაც გვაფრთხილებენ, რომ 3 წლამდე ბავშვისთვის მაინც არ არის სასურველი მისი მირთმევა, სხვებისთვის კი – მეტისმეტად დიდი რაოდენობით მიღება. ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებული ნაყინი საკმაოდ ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს.
1. ნაყინი შეიცავს 20-მდე სახეობის ამინომჟავას.
2. ნაყინი მდიდარია ვიტამინებით. ის შეიცავს 20-მდე ვიტამინს და მინერალურ მარილებს.
3. ნაყინის შემადგენლობაშია ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ფერმენტები, რომლებიც აუცილებელია ნივთიერებათა ნორმალური ცვლისთვის.
4. ამ ნუგბარის მიღება ენერგიითაც აგვავსებს და შიმშილსაც აცხრობს. ასევე თურმე – ამშვიდებს.
5. ბავშვებს კარგი ნაყინი კალცით ამარაგებს.
6. ამერიკელმა მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცეს, რომ ნაყინის ზომიერი მიღება (მით უმეტეს, თუ ის არ არის დატვირთული კალორიული დანამატებით) არც წონის მატებას იწვევს, პირიქითაც კი – კალცი ცხიმების წვას უწყობს ხელს, ასევე ამაგრებს ძვლებს და არეგულირებს არტერიულ წნევას.
ასე რომ, ნაყინს კი ნუ ამოიღებთ რაციონიდან, კარგად შეარჩიეთ, რომ იყოს სანდო, ნატურალური და ხარისხიანი. შეგიძლიათ, უპირატესობა მიანიჭოთ საოჯახო ტიპის ნაყინებს - ამ გემრიელი ნუგბარის ოჯახურად მირთმევა განსაკუთრებულად სასიამოვნოა.
თუ ამ რჩევებს გამოიყენებთ, ასეთ შემთხვევაში, ნაყინი მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ.