პრინცესა დიანას პირადი ცხოვრება ყოველთვის საიდუმლოებებით, ჭორებითა და ტრაგედიებითაა მოცული. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მისი ერთ-ერთი ყველაზე ვნებიანი და დრამატული ურთიერთობა წლების განმავლობაში საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა. ცოტა ხნის წინ სამეფო ბიოგრაფმა სალი ბედელ სმითმა ახალი, შოკისმომგვრელი დეტალები გამოაქვეყნა დიანას საიდუმლო რომანზე, რომელიც მას ხელოვნების დილერ, ოლივერ ჰოართან ჰქონდა. ჰოარი დაოჯახებული და ჩარლზის ახლო მეგობარიც გახლდათ.
90-იანი წლების დასაწყისში, პრინცთან ოფიციალური განშორებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, დიანამ დაიწყო ურთიერთობა, რომელიც სწრაფად გადაიზარდა სერიოზულ გრძნობებში. მისი რჩეული გახდა ქარიზმატული და დახვეწილი ოლივერ ჰოარი - ეტონის კურსდამთავრებული და ხელოვნების კოლექციონერი. მისი ცოლი, ფრანგული ნავთობის იმპერიის მემკვიდრე დიანა დე ვალდნერი, სამ შვილს ზრდიდა მათ საერთო სახლში, სანამ მის ქმარს, სავარაუდოდ, დიდი ბრიტანეთის ყველაზე პოპულარულ ქალთან ჰქონდა რომანი.
ბედელ სმითის აზრით, ამ ვნების მთავარი მოწმე პრინცესას ახლო მეგობარი - ლედი ელზა ბაუკერი იყო. სწორედ მას ანდობდა დიანა ყველაზე საიდუმლო დეტალებს, მათ შორის იმ ეპიზოდსაც, როდესაც იგი ოლივერთან წავიდა ბეწვის ქურქსა და ტიარაში გამოწყობილი - და, როგორც აღმოჩნდა, მეტი არაფერი ეცვა.
ლედი ელზა ყვებოდა, რომ მათი ურთიერთობა იყო არა მხოლოდ ემოციურად გამძაფრებული, არამედ უკიდურესად დაძაბული. ერთ საღამოს, როდესაც ჰოარმა დიანას უთხრა, რომ ავადმყოფი შვილი უნდა მონახულებინა, მან გადაწყვიტა, რომ კაცი ატყუებდა და სინამდვილეში ცოლთან ბრუნდებოდა. იგი იმდენად გაბრაზდა, რომ მოძრავ მანქანაში კარიც კი გააღო. მოგვიანებით, სლოან-სკვერზე საცობში რომ მოხვდნენ, დიანა ქუჩაში გადმოხტა, ჩანთა, ფული და ტელეფონი მანქანაში დატოვა. შეშინებული ჰოარი სამი საათი ეძებდა ლონდონში, სანამ ატირებული არ იპოვა კენსინგტონის სასახლის მახლობლად სკამზე.
ქურქისა და ტიარის სცენა ლედი ელზას მოთხრობაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია. მისი სიტყვებით, ერთხელ, როდესაც სახლში არც ცოლი იყო და არც შვილები, დიანა ოლივერთან წავიდა:
"იგი საღამოს მივიდა, და როდესაც მან კარი გაუღი, ქალს ეცვა ქურქი და ტიარა. ისინი სახლში შევიდნენ და ბუხრის წინ დადგნენ. მან უთხრა: 'ხომ არ გცივა ამ პალტოში?' - და მან გაიხადა. ქვეშ შიშველი იყო, მაგრამ ბევრი ძვირფასეული ეკეთა". ელზას თქმით, ეს ისტორია თავად ჰოარმაც დაადასტურა.
საინტერესოა, რომ ამდენი ვნებიანი ურთიერთობის მიუხედავად, კაცი არასოდეს გამოხატავდა საჯაროდ დიანას მიმართ სიყვარულს. ისინი ფარულად ხვდებოდნენ - ერთხელ დიანამ ოლივერი მანქანის საბარგე განყოფილებაში ჩამალა და ასე შეიყვანა კენსინგტონის სასახლეში, რომ არავის ენახა.
ერთხელ კი ღამით სასახლეში სიგნალიზაცია ჩაირთო და მცველებმა, როცა ყველაფერი შეამოწმეს, იპოვეს ოლივერი, რომელიც ნახევრად შიშველი ხის უკან იმალებოდა - ალბათ ღამე დიანასთან ერთად იყო და სიგნალიზაციის ხმაზე შეშინებული გაქცევას ცდილობდა.
მაგრამ რომანმა ვერ გაუძლო რეალობის გამოცდას. ჰოარი მზად არ იყო ქორწინება გაენადგურებინა. როდესაც მან სცადა ცოლთან ურთიერთობის აღდგენა, დიანამ, მოწმეების თქმით, უფრო ხშირად დაუწყო რეკვა. ზოგიერთი წყაროს აზრით, დიანამ 300-მდე ზარი განახორციელა მასთან, მათ შორის კენსინგტონის სასახლისა ტელეფონებიდან. ცოლის დაჟინებით ოლივერმა პოლიციასაც მიმართა, მაგრამ მოგვიანებით, მისივე თხოვნით, საქმე დახურეს.
ლედი ელზას თქმით, დიანა ოცნებობდა ოლივერთან ერთად იტალიაში ცხოვრებაზე, სასახლის კედლებისა და სამეფო ეტიკეტისგან შორს.
დიანას ცხოვრებაში ყოფილი მამაკაცებისგან განსხვავებით, ოლივერ ჰოარმა შეძლო ჩრდილში დარჩენა - საჯარო აღიარების, გულახდილი ინტერვიუებისა და ხმაურიანი კონფლიქტების გარეშე. ამ რომანზე კომენტარს არ აკეთებდა და ტაბლოიდური ისტერიაში არ მონაწილეობდა.
მიუხედავად იმისა, რომ უეილსის პრინცესა მის შესახებ არასოდეს ლაპარაკობდა ისეთი ვნებით, როგორც ჯეიმს ჰიუიტზე ან დოდი ალ ფაიედზე, ოლივერთან ისტორია, მისი საქციელიდან გამომდინარე, გაცილებით ღრმა იყო, ვიდრე უბრალო მორიგი ეპიზოდი. ეს იყო სიყვარული, შესაძლოა, არასრულყოფილი, მაგრამ ძალიან ნამდვილი.