14 წლის მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა - მშობლები

14 წლის მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

2025-07-16 18:37:55+04:00

ფონიჭალაში, 14 წლის მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდები საკუთარ საცხოვრებელ სახლში თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთს მაცივარში გამავალმა დენმა დაარტყა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.