რატომ მითხრა ჩემმა შვილმა დისნეილენდში დაბადების დღის გადახდაზე უარი და რა აირჩია სანაცვლოდ - მშობლები

რატომ მითხრა ჩემმა შვილმა დისნეილენდში დაბადების დღის გადახდაზე უარი და რა აირჩია სანაცვლოდ

2025-07-21 09:36:18+04:00

ალბათ ყველა მშობელი ასეა: რაზეც ბავშვობაში ოცნებობდი და გაკლდა, გინდა შენს შვილს გაუკეთო. ჩემი გოგონას 10 წლის იუბილესთვის მთელი წელი ვემზადებოდი. ბოლო წუთამდე გაჭირვებით ვინახავდი საიდუმლოდ ჩემს იდეას, რომ მისი დაბადების დღე „დისნეილენდში“ აღგვენიშნა. ამაზე ხომ ყველა ბავშვი ოცნებობს? მის ასაკში ჩემს მშობლებს რომ ასეთი სიურპრიზი მოეწყოთ ჩემთვის, ჩემზე ბედნიერი ალბათ პლანეტაზე არავინ იქნებოდა.

იმ დილით კი, როცა ჩემი გენიალური იდეის გაჟღერების დროც დადგა, ყავა დავისხი, ჩემი გოგონას გაღვიძების მოლოდინში აივანზე დავჯექი, თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე, როგორ მივდივართ დისნეილენდში ხელიხელჩაკიდებულები მე და ჩემი პრინცესა. ის - მინი მაუსის კეპით, მე კი თეთრი მაისურით, რომელსაც მკაფიოდ აწერია - Best Mom Ever. როგორ ვიღიმით, ჰაერში ბამბის ნაყინის ტკბილი სურნელი და ჯადოსნურობა ტრიალებს...

- დეეე, შეიძლება დაბადების დღე “ჯინოს აკვაპარკში” გადავიხადოთ?

პაუზა.

ჩემმა შვილის ხმამ რეალობაში დამაბრუნა. პიჟამით იდგა აივნის კართან.

- სად?...

- “ჯინო ჯუნიორი” იცი რა მაგარია? გიგანტური წყლის სასრიალოებია, აუზია, ანიმატორებიც ჰყავთ, წყალში გათამაშებენ. ტორტსაც აქრობ… მერე ვარსკვლავსაც გიხსნიან…

ჩემი ოცნება ისე მოკვდა, რომ ჯერ დაბადებაც ვერ მოასწრო. - დისნეი, ბოდიში, წყლის სასრიალოების და აუზების გამო…

ჩემი შვილი ისეთი აღტაცებით მიყვებოდა “ჯინოს” დაბადების დღის ცენტრზე და ისე ძალიან უნდოდა, დაბადების დღე იქ გადაეხადა, რომ ვერც დისნეილენდის ხსენებამ გადაწონა მისი მოლოდინები. რამდენიმე დღის მერე კი, როცა თავფეხიანად სველი, მაგრამ მეც ბავშვივით ბედნიერი ვიყავი, მივხვდი, როგორც ჩემს ბავშვურ წარმოსახვაში იყო დისნეილენდი, ისე იყო “ჯინო” ჩემი გოგონასთვის - ეს უბრალოდ აკვაპარკი კი არა, დაბადების დღის სრული კომბო-პაკეტი აღმოჩნდა. აქ ყველაფერი წვრილმან დეტალებამდეა გათვლილი: ანიმატორები, რომლებიც არ იღლებიან (ჩემგან განსხვავებით), წყლის გასართობი პროგრამა (ასეთი წყლის თამაშები თუ არსებობდა არც ვიცოდი), ტორტის ჩაქრობის ცერემონიალი, ვარსკვლავის გახსნა, ფოტო-ვიდეოს გადაღება (სასრიალოდან რომ კივილით ვეშვები, ეგ წაშალეთ, გთხოვთ!)

2-1753076322.jpg

3-1753076365.jpg

ბავშვები ბედნიერებისგან ყვიროდნენ. სიმართლე გითხრათ, ცერემონიამ იდეალურად ჩაიარა. ჩემი გოგონა ისეთი ბედნიერი იყო, რომ სიხარულის ცრემლებიც კი წამომივიდა (ან შეიძლება წყლის შხეფები იყო, დარწმუნებული არ ვარ).

4-1753076427.jpg

ბავშვების დედებიც ბედნიერები იყვნენ. მისია შესრულებული იყო! მე წლის დედა ვიყავი - საცურაო კოსტიუმში, სველი თმით.

მთავარს მივხვდი: ის, რაც ერთი შეხედვით არ ჰგავს ოცნებას, მასზე არანაკლები შეიძლება იყოს. ზოგჯერ უბრალოდ ბავშვს უნდა მიენდო… და პირსახოცი გაიყოლო…

5-1753076458.jpg

“ჯინოს” დაბადების დღის ცენტრი უბრალოდ საბავშვო დღესასწაული არ არის. ეს ბავშვური სიხარული, ხმამაღალი სიცილი, სველი თმები, ბევრი ქაფი, ტორტი, მეგობრები და ის მოგონებებია, რომლებსაც ყველაზე ძლიერი წყლის ნაკადიც კი ვერ ჩამორეცხავს.

ასე, რომ, დედებო, დაიმახსოვრეთ! - “ჯინო ჯუნიორი” ძალიან მაგარია! დისნეილენდზე მაგარიც! - ნუ, თითქმის 😉

R