აირჩევენ, როგორი გარეგნობა ჰქონდეს მათ ვილს, რისი ნიჭი, როგორი ჯანმრთელობა, რომელი ჩვევები ჩინელი გენეტიკოსები აცხადებენ, რომ ადამიანის გენოტიპზე უნიკალურ ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყეს. ამ კვლევების მიზანი ადამიანის მოდელირებული დნმ-ის შექმნაა. მშობლებს საშუალება მიეცემათ თავად აირჩიონ როგორი გარეგნობა ჰქონდეს მათ მომავალ შვილს, რისი ნიჭი, როგორი ჯანმრთელობა, რომელი ჩვევები...
მეცნიერების აზრით, ადამიანის გენოპზე ასეთი ზემოქმედება მედიკოსებს გენეტიკური დაავადებების დამარცხების საშუალებას მისცემს. ამ ახალ მეთოდს "დიზაინერული ბავშვები" უწოდეს და ამით რამდენიმე ქვეყანა უკვე დაინტერესდა.
იდეას ბევრი ამართლებს, რადგან ადამიანის გენეტიკური მეხსირების შეცვლა მას ბევრი საშიში დაავადების რისკებისგან გაათავისუფლებს, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ეს ექსპერიმენტები კატეგორიულად იკრძალება, რადგან მათ მიღმა ეთიკურ პრობლემებს ხედავენ.
ადამიანის ემბრიონში ამგვარი გენეტიკური ცვლილებები ბევრ ქვეყანაში იკრძალება, აშშ-სა და ჩინეთში აბსოლუტურად კანონიერია.