რატომ იმალება ლეონარდო დი კაპრიო? მიზეზი დაავადებაც ყოფილა, პაპარაცებისგან დამალვის გარდა - ჰოლივუდის საუკეთესო "უჩინმაჩინი" - მშობლები

რატომ იმალება ლეონარდო დი კაპრიო? მიზეზი დაავადებაც ყოფილა, პაპარაცებისგან დამალვის გარდა - ჰოლივუდის საუკეთესო "უჩინმაჩინი"

2025-08-09 00:14:53+04:00

ჰოლივუდში ბევრი ვარსკვლავი გაურბის პაპარაცების ყურადღებას და ხშირად იმალება ან ინიღბება, მაგრამ ჩემპიონი მაინც ლეონარდო დი კაპრიოა, რომელიც ამის გამო ოხუნჯობის ობიექტიც გახდა. წლების განმავლობაში რა ფორმით აღარ შენიღბულა - კაპიუშონით, ქურთუკით, კეპებით, პირბადეებით და ასე შემდეგ.

5f01eb487a2b1-1754685124.jpg

ბოლოს ჯეფ ბეზოსის ქორწილში აალაპარაკა საზოგადოება, სადაც ასევე კეპით იყო წარმოდგენილი.

upload-ap25178675549089-pic-32ratio-900x600-900x600-94097-1754685126.jpg

ამ დღეებში კი ისევ ბეზოსთან და მის ცოლთან ერთად გამოჩნდა, მოდელ ვიტორია ჩერეტის გვერდით, რომელიც ბოლო დროს ხშირად არის მის გვერდით. ამჯერად პირბადითაც იყო შენიღბული.

529322757-1311714986986967-6048890885752087412-n-1754685125.jpg528884504-1311714916986974-5004787384392015007-n-1754685125.jpg528798184-1311715010320298-4978080367300935903-n-1754685125.jpg

ამბობენ, რომ ამ ფაქტს რამდენიმე მიზეზი აქვს:

  • დი კაპრიო ცნობილია იმით, რომ ცდილობს პირადი ცხოვრება არ გაასაჯაროოს. ის იშვიათად საუბრობს ურთიერთობებზე, ოჯახზე ან საკუთარ ემოციურ სამყაროზე ინტერვიუებში.
  • ბავშვობიდანვე პოპულარულია, და ბუნებრივია, დროის განმავლობაში ისწავლა, როგორ შეინარჩუნოს პირადი სივრცე — განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა პაპარაცები და ტაბლოიდები მუდმივად მის გარშემო არიან.
  • ბოლო წლებშიც კი, როცა ბევრად ნაკლებად ჩნდება ფილმებში, ის აქტიურად მუშაობს როგორც გარემოს დაცვის აქტივისტი. ამ თემაზე ბევრ პროექტშია ჩართული, მაგრამ ყურადღებას ამახვილებს საქმეზე და არა საკუთარ თავზე.
  • ასევე აქტიურად საუბრობენ, მას ასევე ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა აწუხებს, რაც ამ ფაქტშიც გამოიხატება.

1663387060135694759-1754685125.jpg20161504210711-1754685125.jpg

თავად აღიარა ერთხელ ინტერვიუში, რომ პერიოდულად აკვიატებები აქვს. შეიძლება კარის თაღში რამდენჯერმე გაიაროს, უნდა გადადგას ზუსტად კონკრეტულ რაოდენობის ნაბიჯები, თუ ფეხით წრეზე მიდის, ზოგჯერ თავს აიძულებს, უკუღმა დატრიალდეს, რადგან თითქოს „არასწორად“ გაიარა; არ უყვარს გარკვეული ნივთების ან ზედაპირების შეხება საჯარო სივრცეში.

ეს ქცევები კლასიკური მსუბუქი OCD-ს ნიშნებია: იძულებითი აზრები ან ჩვევები, რომლებიც ადამიანს აწუხებს და ზოგჯერ ახდენს ყოველდღიურობაზე გავლენას. არ არსებობს ოფიციალური სამედიცინო დადასტურება და მას არასდროს უთქვამს, რომ ეს დიაგნოზი ნამდვილად აქვს. თუმცა ფაქტები მეტყველებენ.

35460d20f0ea60c5a8d72c166cb41584-cropped-550x740-1754685125.jpg1401x2110-0x3wtui5em-1405014042280867953-1754685124.jpg1393x2098-0xqd2hfqub-4656438312666735019-1754685124.jpg145449308-1754685125.jpeg603757fc0c84de01fe8fa118ddcdb82a-cropped-609x892-1754685125.webp935de68732ab6acedacee8cfd103e537-ce-2369x1571x0x0-cropped-666x444-1754685124.webpimages-1754685126.jpgunnamed-1754685126.jpg

660x471-1754685124.jpg

ვისი შვილია 16 წლის გოგონა, რომელზეც ლეონარდო დიკაპრიო განსაკუთრებულად ზრუნავს - ნორმანდია საკუთარმა მამამ გაიტაცა, დედა კი ციხეში ჰყავს
რატომ დარჩა უცოლოდ ლეონარდო დიკაპრიო და რატომ ფიქრობენ ფსიქოლოგები, რომ ეს დედამისის ბრალია