ყველაზე ნადრევად დაბადებული ბავშვი, რომელიც გადარჩა და დაბადების დღეც გადაიხადა: "ვაშლისოდენა დაიბადა და მისი გადარჩენის შანსი, პარაქტიკულად, ნული იყო" - მშობლები

ყველაზე ნადრევად დაბადებული ბავშვი, რომელიც გადარჩა და დაბადების დღეც გადაიხადა: "ვაშლისოდენა დაიბადა და მისი გადარჩენის შანსი, პარაქტიკულად, ნული იყო"

2025-08-11 16:13:21+04:00

ნეში კინი ვადაზე 133 დღით ადრე გაჩნდა, გადარჩა და ყველაზე ნაადრევად დაბადებული ბავშვი გახდა, რომელმაც პირველი დაბადების დღე გადაიხადა. მისი დედა, მოლი, ამ მოვლენას ნამდვილ სასწაულს უწოდებს.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ორსულობის 20-ე კვირაში მოლის საშვილოსნოს ყელი ორი სანტიმეტრით გაეხსნა. ექიმების თქმით, 22-ე კვირამდე დაბადებული ბავშვის გადარჩენის შანსი პრაქტიკულად ნულს უტოლდება. მაგრამ მოლიმ და მისმა მეუღლემ, რენდალმა, აიოვას უნივერსიტეტის ბავშვთა საავადმყოფოს მიმართეს, სადაც სპეციალისტები მზად იყვნენ ებრძოლათ 21-ე კვირაზე დაბადებული ჩვილის სიცოცხლისთვის.

ფეხმძიმე მოლის მოულოდნელად დაეწყო მუცლის ტკივილები. 2024 წლის 5 ივლისს, 133 დღით ადრე, ნეში გაჩნდა — მისი წონა მხოლოდ 283 გრამი იყო, დაახლოებით პატარა ვაშლის ტოლა იყო. ის დაუყოვნებლივ შეაერთეს სუნთქვის აპარატზე, მოათავსეს ინკუბატორში და დაიწყო ყველაზე რთული ბრძოლა. ექვსთვიანი ინტენსიური თერაპიის შემდეგ, პატარა ნეში იანვარში სახლში გაწერეს. ახლახან მან პირველი დაბადების დღე იზეიმა და გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე ნაადრევად დაბადებული ბავშვი, რომელიც გადარჩა.

332x641-1-4d2016a7d6f971dec93e69b4ddbfbe91663x1280-0xhl7doibh-7852250580377077275-1754914960.jpg

დღეს ნეში ერთი წლისაა. მას ჯერ კიდევ სჭირდება ჟანგბადის მიწოდება და ზონდით კვება, თუმცა მოლის თქმით, ის სტაბილურად იმატებს წონაში, სწავლობს ახალ უნარებს, იწყებს გადაბრუნებას, იღიმება, რეაგირებს ხმებზე და ცდილობს წამოდგომას. ექიმები აღფრთოვანებულნი არიან მისი ხასიათითა და სიცოცხლისუნარიანობით. მიუხედავად ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციისა, ის მშვიდი და დამჯერი ბავშვია.

ექიმების განმარტებით, ასეთ ვადაზე დაბადებულ ბავშვებს, როგორც წესი, სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და ხშირად ვერ ახერხებენ საავადმყოფოდან გამოსვლას. ნეშის შემთხვევაში, მიუხედავად განვითარების შეფერხებისა, მდგომარეობა სტაბილურია და პროგრესი — საოცარი.

ნეშის დაბადება შესაძლებელი გახდა მისი მშობლების გამძლეობისა და ექიმთა გუნდის პროფესიონალიზმის წყალობით. ექიმმა მალინდა შეფერმა, რომელიც მშობიარობას ხელმძღვანელობდა, აღნიშნა, რომ ოჯახი თავიდანვე სრულად იყო ინფორმირებული ყველა რისკზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მშობლებს რეალური სურათი აჩვენო და არ მისცე ცრუ იმედი, რადგან მათ შედეგებთან ერთად მოუწევთ ცხოვრება.

პირველ თვეში ექიმები ყოველდღე აკონტროლებდნენ სუნთქვას, აძლევდნენ საკვებს ინტრავენურად, ებრძოდნენ ინფექციებს. მოლის თქმით, მთავარი გაკვეთილი იყო ექიმებისადმი ნდობა. სამედიცინო გუნდი მშობლებს ძალას აძლევდა საკუთარ შიშებთან გასამკლავებლად.

728x546-1-31cd388e06e6bb689218a68cb3fda5871600x1200-0xd5fxoemm-8110759986106390223-1754914977.jpg

გაწერის შემდეგ ნეშის ცხოვრება ახალ ეტაპზე გადავიდა. მას თითქმის მთელ ღამეს მშვიდად სძინავს, აქტიურად რეაგირებს გარემოზე, და მალე ფაფისებრი საკვების მიღებას დაიწყებს. მიუხედავად ზონდით კვებისა და გულის მცირე პრობლემისა, მისი განვითარება ექიმების მოლოდინებს აღემატება.

ნეშის ისტორია განსაკუთრებულად ემოციურია მშობლებისთვის, რადგან მანამდე მოლის ერთი ორსულობა ნაადრევად შეწყდა. მაშინ გაიგო, რომ აქვს დაავადება, რომელიც ხელს უშლის ორსულობის ბოლომდე მიყვანას. ნეშის დაბადება მათთვის მხოლოდ სასწაული კი არა, არამედ წარსული ტკივილის დავიწყება და ახალი იმედი გახდა.

დღეს მტკიცე ხასიათის ნეში მთელი ოჯახის მთავარი შთაგონების წყაროა. მისი პირველი დაბადების დღე არა მხოლოდ ტკბილეულის და საჩუქრების, არამედ ერთი უზარმაზარი გზის შეჯამება გახლდათ, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ უკვე ათასობით ოჯახს მთელ მსოფლიოში იმედს აძლევს .