პრინც ჰარის რთული პერიოდი აქვს. გარდა იმისა, რომ 2025 წლის მარტში, 19-წლიანი მუშაობის შემდეგ, სასექსის ჰერცოგმა საქველმოქმედო ფონდი Sentebale დატოვა, მის განქორწინებაზე მითქმა-მოთქმა უკვე სერიოზულ სახეს იძენს.
ფონდის სკანდალი დაიწყო მაშინ, როცა თავმჯდომარემ, სოფი ჩანდაუკამ, პრინცს „ტოქსიკურ დამოკიდებულებაში“, რასიზმსა და ქალთმოძულეობაში დასდო ბრალი. მისი თქმით, ჰარი და მეგან მარკლი ორგანიზაციას საკუთარი პიარისთვის იყენებდნენ.
რაც შეეხება სასექსების შესაძლო განქორწინებას, ამის ნიშნად ის ფაქტი ჩათვალეს, რომ მეგანმა, რომელიც ადრე ყოველთვის აქტიურად იცავდა ქმარს საჯარო სივრცეში, ამჯერად სრული დუმილი შეინარჩუნა. insiders-ის თქმით, „მეგანი ყოველთვის ხმამაღლა გამოხატავს აზრს, როცა საქმე მის და ჰარის ურთიერთობებს ეხება, მაგრამ ახლა მისი დუმილი პირდაპირ მიუთითებს, რომ ურთიერთობაში სერიოზული პრობლემებია“.
ამ აზრს ეთანხმება სამეფო ოჯახის მიმომხილველიც, რომლის თქმითაც, მეგანის პოზიცია შესაძლოა ნიშნავდეს, რომ წყვილს „ტოქსიკური განქორწინება“ ელოდება.
ექსპერტების თქმით, მეგანი ბოლო დროს მხოლოდ საკუთარ პროექტებზეა კონცენტრირებული, საუბრისას კი მხოლოდ „ჩემს ქმარს“ ახსენებს, სახელის გარეშე, რაც ბევრისთვის მეუღლისადმი ემოციური კავშირის გაწყვეტის ნიშანს წარმოადგენს.
ფინანსური საკითხებიც ოჯახში დაძაბულობის წყაროდ იქცა. მათი კალიფორნიული სახლის იჯარა ყოველთვიურად 50-100 ათასი დოლარი ჯდება, ხოლო დაცვის წლიური ხარჯები მინიმუმ 2 მილიონს აღწევს. სპეციალისტების აზრით, ჰარის გარეშე მეგანი მეტს გამოიმუშავებს, თუმცა მათი საერთო ფინანსური მდგომარეობა მაინც მყიფეა, რაც დამატებით კონფლიქტებს აჩენს.
არსებობს მოსაზრებაც, რომ განქორწინებაზე საუბრები მხოლოდ ჭორებია. ერთი მხრივ, მეგანი თავადაც კრიტიკის ქვეშ მოექცა — მის ბრენდს As Ever პლაგიატში სდებენ ბრალს. შესაძლოა, ამიტომ შეამცირა საჯარო გამოსვლები. მეორე მხრივ, ჰარიმ და მეგანმა შეიძლება გადაწყვიტეს, რომ პირადი და პროფესიული ცხოვრება ერთმანეთისგან გამიჯნონ.
გარდა ამისა, ჰერცოგინია ახლა მუშაობს შოუს „სიყვარულით, მეგან“ მეორე სეზონზე, რის გამოც შესაძლოა, თავიდან აიცილა ახალი სკანდალი ეპიზოდის გამოსვლის წინ.
საბოლოოდ, სუსტი ფინანსური მდგომარეობა, დაძაბული ურთიერთობები და მეგანის დუმილი ქმნის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ ჰარისა და მეგანის ქორწინებაში სერიოზული კრიზისია, თუმცა ჯერ გაურკვეველია, მართლაც დასრულდება თუ არა მათი ერთობლივი ისტორია განქორწინებით