მარიამ შარმანაშვილის პარიზული არდადეგები ქმართან და შვილთან ერთად - "ასეთი კეთილი და თბილი როა, იმიტომ შემიყვარდა... ჩვენ შორის 22 წელია სხვაობა, ზუსტად ისე, როგორც კარლოს მშობლებს შორის" - მშობლები

მარიამ შარმანაშვილის პარიზული არდადეგები ქმართან და შვილთან ერთად - "ასეთი კეთილი და თბილი როა, იმიტომ შემიყვარდა... ჩვენ შორის 22 წელია სხვაობა, ზუსტად ისე, როგორც კარლოს მშობლებს შორის"

2025-08-21 09:58:09+04:00

ქართველი ფიტნესინსტრუქტორი მარიამ შარმანაშვილი და სოფი ლორენის ვაჟი, მუსიკოსი კარლო პონტი ცოტა ხნის წინ დაქორწინდნენ. ჯვარი საქართველოში დაიწერეს და ქორწილიც გადაიხადეს, თუმცა მეორე ქორწილს ჟენევაში გეგმავენ, სადაც კარლოს ცნობილი ოჯახი ცხოვრობს.

ახლა კი წყვილი მარიამის ვაჟთან - დემესთან ერთად პარიზში ისვენებს. ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ. ჩანს, დემემ და კარლომ კარგად გაუგეს ერთმანეთს.

karlo2-1755756967.png

karlo-1755756592.png

გამომწერების ერთ-ერთ შეკითხვაზე პასუხისას მარიამმა აღნიშნა, რომ კარლო ძალიან თბილი და კეთილია და ამიტომ შეუყვარდა. ისიც თქვა, რომ მათ შორის სხვაობა 22 წელია, ზუსტად ისე, როგორც კარლოს მშობლებს - სოფი ლორენსა და უფროს კარლო პონტის შორის.

სოფი ლორენის საქორწილო მიმართვა შვილსა და რძალს და მარიამ შარმანაშვილის ემოციური სიტყვები - გახმაურებული ქორწილის ახალი დეტალები
სოფი ლორენის ვაჟმა და მარიამ შარმანაშვილმა ჯვარი დაიწერეს - ვიდეო წყვილის ჯვრისწერიდან და ქართულად ამღერებული სასიძო