საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.
ალინა კალოიანისდამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულნიკოლოზ ქრისტესიაშვილისსაქმის პროკურორის,ლევან ვეფხვაძისგანცხადებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
როგორც სასამართლო პროცესზე ვეფხვაძემ განმარტა, ახალგაზრდა ქალს დაზიანებები უმეტესად სახის არეში აქვს მიყენებული.
დამალვა არ მიცდია, პოლიციას ჩავბარდი, - ამის შესახებ მეუღლის, ალინა კალოიანის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულმა ნიკოლოზ ქრისტესიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან მცირე რეპლიკით ისარგებლა და განაცხადა, რომ მისი მცირეწლოვანი შვილები მკვლელობას არ შესწრებიან.
"ერთადერთი არ ვეთანხმები, რომ ბავშვმა ნახა ესო. მას ეძინა, წუთი წუთზე ჩემი ცოლის ძმა უნდა მოსულიყო, აღელვებულ მდგომარეობაში ვიყავი და ვერ დავხვდებოდი მას. დამალვა არ მიცდია, პოლიციას ჩავბარდი“, - განაცხადა ბრალდებულმა. განაგრძეთ კითხვა