70 წლის ბრიუს უილისის დაავადების პროგრესირების გამო, მისმა ახალგაზრდა ცოლმა შვილები სხვაგან გადაიყვანა - „ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო..." - მშობლები

70 წლის ბრიუს უილისის დაავადების პროგრესირების გამო, მისმა ახალგაზრდა ცოლმა შვილები სხვაგან გადაიყვანა - „ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო..."

2025-08-28 11:30:51+04:00

70 წლის ბრიუს უილისი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ პროგრესული დემენციის გამო სამსახიობო კარიერა დაასრულა, ახლა იძულებულია ოჯახის გარეშე ცალკე სახლში იცხოვროს. ამის შესახებ მისმა მეუღლემ, ემა ჰემინგმა, ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო. მაგრამ ვიცოდი, რომ ბრიუსი იგივეს ისურვებდა ჩვენი ქალიშვილებისთვის. მას მოუნდებოდა, რომ გოგონებს ისეთ სახლში ეცხოვრათ, რომელიც უფრო მეტად მათ საჭიროებებს შეესაბამება და არა მისას“, - თქვა 47 წლის ემამ.

ასევე აღნიშნა, რომ სახლში ბრიუსისთვის ყველა პირობაა შექმნილი და სამედიცინო მომსახურებაზე სწრაფი წვდომა უზრუნველყოფილია: „ბრიუსს ზოგადად კარგი ჯანმრთელობა აქვს. უბრალოდ, მისი ტვინი უძლურია. მისი მეტყველება უარესდება, მაგრამ ჩვენ ადაპტაცია ვისწავლეთ. მასთან სხვაგვარად ვურთიერთობთ. როდესაც მის სანახავად მივდივართ, ან გარეთ ვატარებთ დროს, ან ფილმს ვუყურებთ. მთავარია, იქ ვიყოთ, ბრიუსთან ერთად“.

1080x1080-0xfilbyl5v-1196911908559817353-1756366891.jpg
ბრიუს უილისი ყოფილ და ახლანდელ ცოლებთან და შვილებთან ერთად

ამ გაზაფხულზე მსახიობს 70 წელი შეუსრულდა. იუბილეს პატივსაცემად მასთან სტუმრად მივიდნენ არა მხოლოდ მისი სამი ქალიშვილი - რუმერი, სკაუტი და ტალულა, არამედ მისი ყოფილი მეუღლე დემი მურიც, რომელიც მასთან მეგობრულ ურთიერთობაშია და ყველაფერში ეხმარება.

original-1756366892.webp

2023 წელს ბრიუს უილისს ფრონტოტემპორალური დემენციის დიაგნოზი დაუსვეს. დაავადების გამო, „კერკეტი კაკალის“ ვარსკვლავმა სამსახიობო კარიერა დაასრულა, რადგან მას აღარ შეეძლო ფრაზების დამახსოვრება. ახლა მსახიობს უჭირს საყვარელი ადამიანების ცნობა: მაგალითად, რამდენიმეთვიანი განშორების შემდეგ, უცებ ვერ იცნო დემი მური. ამავდროულად, მისი მეუღლე ირწმუნება, რომ ბრიუსს ცხოვრების სიხარული არ დაუკარგავს, თუმცა ახლა მას კითხვა და საუბარი არ შეუძლია და მისი „ენობრივი უნარები“ მისთვის აღარ არის ხელმისაწვდომი.