"ამის გაკეთების სეზონი ახლაა და არ დაიზაროთ" - ტომატის საწებელი ნინო კვაჭანტირაძის რეცეპტით - მშობლები

"ამის გაკეთების სეზონი ახლაა და არ დაიზაროთ" - ტომატის საწებელი ნინო კვაჭანტირაძის რეცეპტით

2025-08-28 19:38:37+04:00

სოციალურ ქსელში ზურა შევარდნაძისა და ნინო კვაჭანტირაძის ვიდეო-რეცეპტები განსაკუთრებით პოპულარულია. მათი საუბარი გურიასა და ძველ ტრადიციებზე, მოგონებებზე, წარსულის სხვადასხვა ამბავზე, ადამიანებს ნოსტალგიურ განწყობას უქმნის და ვიდეოები უამრავ თბილ კომენტარსა და შეფასებას აგროვებს. გთავაზობთ ტომატის საწებლის რეცეპტს, რომელიც ნინო კვაჭანტირაძემ საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში გაგვიზიარა :

ტომატის საწებელი:

"აი, ვინც ზამთარში ამ საწებლის რეცეპტს მთხოვთ, ახლა გეუბნებით, ამის გაკეთების სეზონი ახლაა და არ დაიზაროთ, უადვილესია :

10 კილო პომიდორს ამოაჭერით ყუნწები, გადაჭერით შუაზე და ჩაყარეთ ქვაბში + 1 კილო გასუფთავებული სტაფილო, 2 კილო გათლილი, დაჭრილი ვაშლი, 2 კილო ბულგარული წიწაკა, 500 გრამი მწარე წითელი წიწაკა, 1 კილო გაფცქვნილი ხახვი, 3 თავი ნიორი, ყველაფერი ერთად უნდა მოიხარშოს. რომ გაგრილდება დავაბლენდერებთ, დაუმატებთ მარილს გემოვნებით და 10 გრ ( 20 აბი) ასპირინს, ჩავასხამთ დამდუღრულ ქილებში ან ბოთლებში და ვინახავთ გრილ ადგილზე. ( გამოდის 20-22 ნახევარლიტრიანი )

მოკლედ, ეს საწებელი გემრიელია ხორცთან, კარტოფილთან და წიწიბურასთანაც კი. ასევე აგემრიელებს წვნიანებს და ბოლო-ბოლო პურთან ერთადაც შეგიძლიათ მიირთვათ, განსაკუთრებით მარხვაში."

ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარს და უბედნიერესი ვარ, რომ ეს ადამიანებმა ასეთი სითბოთი მიიღეს... - ინტერვიუ ნინო კვაჭანტირაძესთან (+ტომატის საწებლის მისეული რეცეპტი)