ონკო-ჰემატოლოგი, თსსუ პროფესორინინო შარაშენიძე გადაცემაში "შუადღე” ღვიძლის სასარგებლო თვისებებზე საუბრობს და აღნიშნავს, როგორ უნდა მოვამზადოთ ის სწორად, რომ მისგან საჭირო ნივთიერებები მივიღოთ:
-ღვიძლი უდავოდ ბევრ რკინას შეიცავს. მაგრამ, რკინა ტემპერატურულ რეჟიმზე ძალიან მარტივად იშლება. იმისათვის, რომ ღვიძლმა თავისი სამკურნალო თვისება შეინარჩუნოს, ამისთვის საჭიროა, რომ უბრალოდ მოვბრაწოთ ორივე მხრიდან. ვისაც შეუძლია და უყვარს სისხლიანი ხორცი, მისთვის ეს ადვილად მისაღებია. თუმცა, მყავს პაციენტების კატეგორია, რომლებმაც თუ ღვიძლი ძალიან არ მოხარშეს და ნიგოზი და ნიორი არ დაამატეს, ისე ვერ შეჭამენ. მოხარშული ღვიძლი რკინას უკვე არ შეიცავს. თანაც, კიდევ ერთი პრობლემაა - ღვიძლის შერჩევა ძნელია. არსებობს მთელი რიგი პარაზიტები, რომლებიც ღვიძლში ცხოვრობენ და რამდენად ხარისხიანი ღვიძლის შეძენას შევძლებთ, საკითხავია. ასევე, მძიმედ მოსანელებელი პროდუქტია. ამას საქონლის წითელი ხორცი ჯობს, რომელიც გაცილებით უფრო უსაფრთხოა. საქონლის ხორცი ცხელ წყალში უნდა ჩავდოთ. გარედან დამცავი გარსივით უვითარდება და მის შიგნით არსებული ვიტამინები ნაკლებად იშლება. მაგრამ, თუ ხორცს ცივ წყალში ჩავდებთ და ნელ-ნელა დუღდება, მაშინ ვიტამინების გარეთ გამორეცხვა ხდება. ამიტომ, ადუღებულ წყალში უნდა ჩავაგდოთ. თუ გინდათ, წყალი გამოუცვალეთ, მაგრამ აუცილებლად ისევ ადუღებული წყალი დაასხით, რომ კვებითი ღირებულება შეინარჩუნოს.