63 წლის გრიგორი ლეპსმა 19 წლის საცოლეს 15 ათასი ვარდი აჩუქა: "ვარდებში ვაბანავე..." - მშობლები

63 წლის გრიგორი ლეპსმა 19 წლის საცოლეს 15 ათასი ვარდი აჩუქა: "ვარდებში ვაბანავე..."

2025-09-08 11:40:21+04:00

63 წლის გრიგორი ლეპსმა თავის 19 წლის საცოლეს, ავრორა კიბას, უამრავი ყვავილები გაუგზავნა. ამის შესახებ თავად ავრორამ სოციალურ ქსელში დაწერა და ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც ათობით ბუკეტია გადაღებული.

„გრიგორი ლეპსი ჩემს დილას ყავით კი არა, 15 ათასი და ერთი ვარდით იწყებს. ასეთმა სიურპრიზმა გამაღვიძა დღეს. ყველა გოგოს ვუსურვებ მხოლოდ ასეთ ‘სიმძიმეებს’ ატარებდეს და ჰყავდეს მხოლოდ ასეთი მამაკაცი,“ – აღნიშნა კიბამ.

541545013-1554333515558335-5765069617065038031-n-1757323069.jpg

სიყვარულის ისტორია

ლეპსისა და კიბას რომანის შესახებ პირველად ერთი წლის წინ გახდა ცნობილი, როდესაც ისინი ერთად წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ. მალევე გავრცელდა ინფორმაცია მათი დაოჯახების გეგმებზე. დაქორწინებას ზაფხულს აპირებდნენ, თუმცა ქორწილი ლეპსის ფინანსური პრობლემების გამო გადავადდა. თავად მომღერალმა არაერთხელ თქვა, რომ მას გრანდიოზული ქორწილისთვის დაახლოებით „სამასი მილიონი“ აკლია.

მიუხედავად ამისა, იგი ხშირად აღნიშნავს, რომ დიდ თანხებს ხარჯავს ავრორაზე. თუმცა თავად გოგონა ამტკიცებს, რომ ლეპსთან ურთიერთობა ფულთან არ არის დაკავშირებული, რადგან თავადაც შეძლებული ოჯახიდანაა.

წყვილი ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი ასაკობრივ განსხვავებასთან და „პიარ-რომანთან“ დაკავშირებული ეჭვების გამო. თუმცა გრიგორი ლეპსი არ მალავს, რომ თავს ბედნიერად გრძნობს ახალგაზრდა გოგონასთან და შვილების ყოლაც სურს მასთან ერთად.

ავრორა კიბაც ხშირად ამბობს, რომ მომავალში ორ შვილზე ოცნებობს. კრიტიკულ კომენტარებზე კი, როგორც თავად ამბობს, იუმორით პასუხობს და უარყოფით სიტყვებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.