სურსათის უვნებლობის ექსპერტი,ირაკლი არაბული, სოციალურ ქსელში,საკუთარ გვერდზე, საუბრობს, რატომ არ შეიძლება კონსერვებში ასპირინის გამოყენება:
- ხალხს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ასპირინი პროდუქტს გაფუჭებისაგან იცავს. მაგრამ ეს ასე არ არის. არ შეიძლება და თან საშიშია. სინამდვილეში, ასპირინი არის მედიკამენტი, რომელიც სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენება. მისი საკვებად გამოყენება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აკრძალულია.
კონსერვებში ასპირინის გამოყენება რამდენიმე მიზეზის გამო არ შეიძლება:
დღეს კვების ინდუსტრია ძალიან განვითარებულია. მრავალი საკვები დანამატი არსებობს, რომლებიც ასპირინის როლს ასრულებს.
ასპირინის გამოყენება იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც სხვა დანამატი არ არსებობდა.
ასპირინი აცეტილსალიცილმჟავაა, თავად პროდუქტში მჟავე გარემოს ქმნის და ბაქტერიებს გამრავლებისათვის არახელსაყრელ გარემოს უქმნის.
არ გამოვიყენოთ, რადგან პრეპარატია და გამოვიყენოთ ისეთი საკვები დანამატები, როგორებიცაა ლიმონმჟავა, ძმარჟავა, რომლებიც კვების ინდუსტრიაში.