როგორ ასწავლის ჭადრაკი მოთმინებასა და სტრატეგიას - მშობლები

როგორ ასწავლის ჭადრაკი მოთმინებასა და სტრატეგიას

2025-09-10 10:34:13+04:00

ჭადრაკის წარმოშობის შესახებ რამდენიმე ლეგენდა და ვერსია არსებობს. თუმცა მკვლევართა უმეტესობა თანხმდება, რომ თამაში დაახლოებით VI საუკუნეში შეიქმნა ინდოეთში. ის ინტელექტუალური თამაშია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც გონების სავარჯიშო. ჭადრაკი ადამიანს სხვადასხვა უნარის გამომუშავებაში ეხმარება, განსაკუთრებით კი 2 მათგანის განვითარებას უწყობს ხელს. ესენია: მოთმინება და სტრატეგიული აზროვნება.

ჭადრაკის თამაში მოთამაშისგან მოითხოვს მუდმივ კონცენტრაციას და სიღრმისეულ ანალიზს. სიჩქარე და დაუფიქრებელი ნაბიჯები ხშირად მარცხის მიზეზი ხდება. მოთამაშე სწავლობს, რომ უნდა დაელოდოს სწორ მომენტს, შეაფასოს მოწინააღმდეგის სვლები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.

მოთმინება ამ პროცესში გადამწყვეტი ხდება, რადგან:

  • თითოეული სვლა გააზრებას მოითხოვს;
  • მოთამაშე უნდა შეეგუოს იმას, რომ გამარჯვება სწრაფად არ მიიღწევა;
  • მოთამაშეს შეცდომის დაშვების შემთხვევაშიც არ უნდა დანებდეს და თუ მოთმინებას გამოიჩენს, პოზიციების აღდგენის შანსი აქვს.

ეს უნარი რეალურ ცხოვრებაშიც გადამწყვეტია. ადამიანებს ხშირად რთულ ამოცანებთან უწევთ გამკლავება და ამ პროცესში მოთმინება მათი გადალახვის წინაპირობა ხდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჭადრაკი მოთმინებასთან ერთად სტრატეგიულ აზროვნებასაც ავითარებს, რადგან ის არა უბრალოდ ცალკეული სვლების თანმიმდევრობა, არამედ სრულად სტრატეგიულ გათვლებზე აგებული თამაშია. მოთამაშემ წინასწარ უნდა დაგეგმოს შემდეგი რამდენიმე ნაბიჯი, ასევე გათვალოს მოწინააღმდეგის პოტენციური ქმედებები და მოამზადოს გეგმა, რომელიც გამარჯვებამდე მიიყვანს.

541164691-780711201489606-7439203594576646979-n-1757486117.jpg

სტრატეგიული აზროვნება ჭადრაკისთვის მნიშნელოვანია, რადგან:

  • გამარჯვება ქაოსური ნაბიჯებით ვერ მიიღწევა. საჭიროა კონკრეტული მიზნის დასახვა;
  • მოთამაშემ წინასწარ უნდა იფიქროს, რა სვლა შეიძლება ჰქონდეს მოწინააღმდეგეს;
  • მოთამაშეს რამდენიმე გეგმა უნდა ჰქონდეს, რომელსაც მოწინააღმდეგის სვლების შესაბამისად შეცვლის.

ცხოვრებაც ხომ ასეთი დეტალებისგან შედგება. ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მოთმინებასა და სტრატეგიულ აზროვნეას მოითხოვს მათგან. შევძლებთ თუ არა სწორი მომენტის დალოდებას და მოწინააღმდეგის ნაბიჯების გათვლას? სწორედ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი გადაწყვეტილების სისწორე. ეს ყველაფერი კი გვაჩენებს, რომ ჭადრაკი არა უბრალო თამაში, არამედ ცხოვრებისული სვლების ერთობლიობაა.

ჭადრაკი პიროვნულ ზრდაშიც ეხმარება ადამიანს, რადგან მოთამაშეს თუ გამარჯვება სურს, ის ვალდებულია იყოს მშვიდი, ფოკუსირებული და მიზანდასახული.

თუ გსურთ თქვენს მცირეწლოვან შვილებს ჭადრაკი შეაყვაროთ და ამით ცხოვრებისთვის საჭირო უნარების ჩამოყალიბებაში დაეხმაროთ, მაშინ თქვენთვის საინტერესო სიახლეც გვაქვს. გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ და „პალიტრა სტუდიამ“ შექმნეს საოცარი და ჯადოსნური ჭადრაკი, რომელიც ტრადიციულ თამაშს ზღაპრულ ელფერს სძენს.

ამ უნიკალურ ვერსიაში მეფედ სპილო დგას, მის გვერდით ლაზიერი, კუს როლში კი ჭკვიანი მელია გვევლინება. მხედრის ადგილას პატარა პონი ჩნდება, ეტლის მაგივრად კურდღელი დახტის, ხოლო პაიკებად პაწაწინა თაგუნიები განლაგდებიან დაფაზე. სხვა ჭადრაკებისგან განსხვავებით, სპილო-მეფეს სახელიც კი აქვს - ირფალიონი. ირფალიონს გამორჩეული ცხოვრება ჰქონდა. სანამ ჭადრაკის მეფე გახდებოდა, ცირკის ჯადოსნურ ექსპრესთან ერთად მოგზაურობდა დედამიწის გარშემო და უამრავი თავგადასავალი გადახდა თავს.

ეს საოცარი, განსხვავებული ჭადრაკი აუცილებლად გახდება როგორც ინტელექტუალური, ისე ფანტაზიის მდიდარი სამყაროს ნაწილი თქვენი შვილებისთვის.

მეტი ინფორმაციისა და ახალი ფიგურების საიდუმლოებების გასაგებად გადადით ბმულზე: http://short.palitra.ge/XghrIfOJ.

სულ მალე ჯადოსნური ჭადრაკის შეძენას „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე, ცხელ ხაზზე 2 47 00 45 და „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში შეძლებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

R