74 წლის ასაკში მე-7 "ემი" მიიღო და კვლავ აალაპარაკა საზოგადოება - ვარსკვლავი, რომლის თავბრუდამხვევი კარიერაც 50 წლის შემდეგ დაიწყო და არ ჩერდება - მშობლები

74 წლის ასაკში მე-7 "ემი" მიიღო და კვლავ აალაპარაკა საზოგადოება - ვარსკვლავი, რომლის თავბრუდამხვევი კარიერაც 50 წლის შემდეგ დაიწყო და არ ჩერდება

2025-09-17 23:28:35+04:00

"ემის" მორიგ დაჯილდოებაზე, "მოზარდობის" ვარსკვლავის, 15 წლის მსახიობის დაჯილდოების შემდეგ, ყველაზე განხილვადი სწორედ ჯინ სმარტის მე-7 "ემი" გახდა, 74 წლის ასაკში. ის არის ქალი, რომელმაც მაშინ მოიპოვა პოპულარობა, როცა ბევრი სამსახიობო კარიერის დასალიერშია - 50 წლისამ. და მას მერე ბრწყინავს, შესანიშნავ ფორმაშია და კვლავ მოთხოვნადია.

jean-smart-2025-emmys-091425-2-7d936bc003de45cd81047ee902028ca9-1758137681.jpg

ჯინ ელიზაბეტ სმარტი 1951 წლის 13 სექტემბერს დაიბადა სიეტლში, ვაშინგტონის შტატში, მასწავლებლების, კეი და დუგლას სმარტების მრავალშვილიან ოჯახში. 13 წლის იყო, მას 1 ტიპის დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს და ამ დიაგნოზით ცხოვრობს დღემდე.

1969 წელს დაამთავრა სიეტლის ბალარდის საშუალო სკოლა. შემდეგ ჩააბარა ვაშინგტონის უნივერსიტეტში.

სმარტმა კარიერა ბროდვეის თეატრში დაიწყო. რამდენიმე სპექტაკლსა და ფილმში ითამაშა წლების განმავლობაში, სატელევიზიო სერიალებშიიც.

199471-1758137680.jpgjean-smart-photo-102437-34034-1758137681.jpg

ნამდვილი წარმატება და აღიარება კი მასთან 2000-იანი წლებიდან მოვიდა. 2000 წელს ლორნა ლინლის როლი შეასრულა სიტკომში „ფრეიზერი“ და ამ როლისთვის ორი "ემის" ჯილდო მოიპოვა - კომედიურ სერიალში მთავარი როლის შესრულებისთვის. ასე დაიწყო მისი საყოველთაო აღიარება და პოპულარობა და მისი შემდგომი ნამუშევრები არაერთი პრესტიჟული ჯილდოთი აღინიშნა.

2022-emmys-hacks-jean-smart-dress-photo-1663088399-1758137680.jpg

დღეს ის "ემის" შვიდგზის და "ოქროს გლობუსის" ორგზის მფლობელი. ცნობილია კომედიური როლებით და სერიალებით „24“, „მერი ისტთაუნიდან“ და, რასაკვირველია, კომედიური სერიალით "ხრიკები", რომელში შესრულებული როლისთვისაც, უკვე სერიალის მეოთხე სეზონში, მორიგი "ემი" მიიღო წელს.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, სმარტის ცხოვრებაში ერთადერთი მამაკაცი იყო - 1987 წლიდან მის გარდაცვალებამდე, 2021 წლამდე, დაქორწინებული იყო მსახიობ რიჩარდ გილილენდზე, რომელსაც ის ფილმ „ქალების დიზაინის“ გადაღების დროს შეხვდა.

richard-gilliland-3-2000-35e772c73bc0487998dcc259f5e5d149-1758137681.jpg

წყვილს ჰყავს ვაჟი, კონორი დუგლასი (დაიბადა 1989 წლის 25 ოქტომბერს). 2009 წლის კი ჩინეთიდან ბავშვი იშვილეს და გაზარდეს.

jean-smart-kids-2-e48f086487a14440817dafd869afe3ee-1758137681.jpg
შვილებთან ერთად