"ჩემი ფესვები მარნეულიდან მოდის... კავკასიელი ვარ... ძალიან მინდა საქართველოში ჩამოსვლა" - ცნობილი თურქი მსახიობის გზა პატარა სოფლიდან დიდ წარმატებამდე, საყვარელი ცოლ-შვილი და... საკუთარი სადურგლო, სადაც თავად ამზადებს ავეჯს - მშობლები

"ჩემი ფესვები მარნეულიდან მოდის... კავკასიელი ვარ... ძალიან მინდა საქართველოში ჩამოსვლა" - ცნობილი თურქი მსახიობის გზა პატარა სოფლიდან დიდ წარმატებამდე, საყვარელი ცოლ-შვილი და... საკუთარი სადურგლო, სადაც თავად ამზადებს ავეჯს

2025-09-19 21:59:40+04:00
ოზან აქბაბა, სერიალ "შორეული ქალაქის" ვარსკვლავი, თურქული კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მრავალმხრივი წარმომადგენელია, რომელმაც დიდი ეკრანისა და აღიარებისკენ გრძელი გზა გაიარა.

საზღვრისპირა სოფელში გატარებული ბავშვობა

ოზან აქბაბა აზერბაიჯანიდან ემიგრანტების ოჯახიდანაა. ის ყარსის სასაზღვრო პროვინციის პატარა სოფელ ბენლი აჰმეტში დაიბადა 1982 წლის 9 ივნისს. მის გარდა ოჯახში იზრდებოდნენ მისი ძმა და და. მსახიობი ხშირად საუბრობს თავის ოჯახზე, მამაზე, დედმამიშვილებზე და ასევე - კავკასიელ წინაპრებზე. ბოლოს ნოე სულაბერიძესთან სტუმრობისასაც აღნიშნა: "ჩემი ფესვები საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთს უკავშირდება და მარნეულიდან მოდის, ჩემი წინაპრები, ბორჩალოში ანუ მარნეულში ცხოვრობდნენ. მეც კავკასიელი ვარ. ჩემი ისტორია ძალიან მიყვარს და ბევრს ვიკვლევ. ძალიან მინდა საქართველოში ჩამოსვლა, თბილისის, მარნეულის მონახულება. ძალიან მიყვარს თქვენი შემოქმედება, თქვენს მუსიკას ვუსმენ".

656x344-1-5597ff6217d7d215c5318361e55e5feb1080x566-0xywzikuf8-4981487836703591276-1758307147.jpg.webp
ძმასთან ერთად, ბავშვობაში

ჩვეულებრივ სოფლის სკოლაში სწავლობდა, 13 წლის ასაკში კი ოჯახთან ერთად ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მდებარე დიდ ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად.„მამაჩემი იმ დროს სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობდა და იზმირში გადაიყვანეს. გადასვლის შემდეგ, იზმირის ერთ-ერთ ეკონომიკურად დაუცველ რაიონში დავსახლდით... ჩემი ოჯახი დღემდე იზმირში ცხოვრობს — დედა, მამა, და, ძმა და დეიდები“, — თქვა აქბაბა ერთ-ერთ ინტერვიუში.

სკოლის დამთავრების შემდეგ ოზანმა პროფესიულ კოლეჯში ჩააბარა, სადაც დურგლობა ისწავლა.

„მამაჩემმა მითხრა: „თუ გინდა ადამიანი გახდე, პროფესიას დაეუფლე და ხელობა ისწავლე“. ეს მართლაც ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე. პროფესიულ სკოლაში მართლაც ბევრი რამ ვისწავლე“, — აღიარა მსახიობმა, რომელსაც დღესაც საკუთარი სადურგლო სახელოსნო აქვს და თავისუფალ დროს ექსკლუზიურ ავეჯს თავად ამზადებს.

„დაახლოებით 25 მაგიდა და ჟურნალების მაგიდა დავამზადე. მათი უმეტესობა აზერბაიჯანში მეგობარს გავუგზავნე და მან ძალიან დააფასა და შეიყვარა ჩემი ნამუშევრები... ჩემი ყველა ნივთი კარგი, ძლიერი ხი მასალისგან არის დამზადებული და არა ნებისმიერი ხისგან, არამედ ძალიან ღირებული ჯიშებისგან. ეს უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს და დიდ ყურადღებას ვაქცევ სამუშაოს ხარისხს“.

656x438-1-9810ef0165b80f10da215046ccc205861080x720-0xm3cjlx44-7788247293300831064-1758307147.jpg.webp

თუმცა, სცენა ყოველთვის უყვარდა და პროფესიულ კოლეჯში ამ მიმართულებითაც განვითარდა.

„ელექტრონიკის მასწავლებელი გვყავდა, ჰალილ ჩიჩეკი, რომელიც თავის მოსწავლეებთან ერთად თეატრალურ წარმოდგენებს დგამდა. მისი წყალობით ხელოვნების სამყაროში შევაბიჯე. ერთ მასწავლებელს ნამდვილად შეუძლია ცხოვრების შეცვლა. ის წარმოუდგენლად თბილი ადამიანი იყო და მისმა მხარდაჭერამ უდიდესი გავლენა მოახდინა“.

ამის მიუხედავად, პროფესიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ოზანი არა თეატრალურ ფაკულტეტზე, არამედ ანტალიაში, აქდენიზის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სადაც კვლავ პრაქტიკული კარიერა აირჩია - ინტერიერის დიზაინის შესწავლა. ოზანის მამა დაჟინებით ითხოვდა ამ პროფესიის გაგრძელებას და ოჯახმაც მხარი დაუჭირა მის გადაწყვეტილებას.

„კარგად ვხატავდი, განსაკუთრებით - ფანქრით. მხატვრულ შემოქმედებასთან, მათ შორის დიზაინთან, ყოველთვის ვიყავი დაკავშირებული. წავედი, ჩავაბარე შემოქმედებითი გამოცდა, ჩავაბარე უნივერსიტეტში, დავამთავრე - ასე გავხდი ინტერიერის დიზაინერი.“

მსახიობის კარიერა

სტუდენტობის წლებში ოზანი კინორეჟისორებს ხვდებოდა და სულ უფრო მეტად ინტერესდებოდა მსახიობობით. თავიდან მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება დაიწყო - სცენარებს წერდა, მუსიკას ქმნიდა - და ეს მხოლოდ ჰობი იყო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იზმირში დაბრუნდა.

„ინტერიერის დიზაინერი გავხდი და ჩემი დის ქმართან ერთად ოფისის გახსნაც კი მინდოდა. დაახლოებით იმ პერიოდში გავიგე, რომ იზმირში სერიალის გადაღებას იწყებდნენ. კასტინგზე მიმიწვიეს — სიხარულით დავთანხმდი და წავედი“, — იხსენებს მსახიობი. „ჩემი დის ქმარი, რა თქმა უნდა, ცოტა გაბრაზებული იყო ჩემზე, მაგრამ მე მაინც ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, ის ახლა ამაყობს ჩემით და იმით, სადაც ამჟამად ვარ".

3f3f-3f3f3f-1758307146.webp

ოზან აქბაბას სატელევიზიო კარიერა 2006 წელს სერიალით „გატეხილი ფრთები“ დაიწყო. 2007 წელს ბარმენის როლი ითამაშა პოპულარულ მელოდრამაში, რომელიც რამდენიმე სეზონი გაგრძელდა, ხოლო 2011 წელს ზაფერის როლი ითამაშა სერიალში „სამოთხის საიდუმლოებები“.

„საქმე სერიოზული გახდა: მე აღარ ვიყავი მხოლოდ დიზაინერი; ნამდვილად ვიწყებდი გადასაღებ მოედანზე ცხოვრებას. Star TV-ზე იყო სერიალი „სამოთხის საიდუმლოებები“; დაახლოებით 70 ეპიზოდი გადავიღეთ. შემდეგ, ერთ ღამეში, ზურგჩანთა ჩავალაგე და იზმირიდან სტამბოლში გადავედი, რადგან ძალიან მინდოდა სამსახიობო კარიერის აწყობა“, — აღიარა მსახიობმა.

შემდეგ იყო ბევრი საინტერესო როლი სერიალებში, მათ შორის, მთავარი როლი დრამაში „სოფლის ექიმი“. ყველაზე დიდი წარმატება კი სერიალ „შორეულ ქალაქში“ შესრულებულმა როლმა მოუტანა, რომელშიც ის მთავარ როლს ასრულებს. სცენარის თანახმად, მისი ძმა კვდება და ჯიჰანი იძულებულია, ცოლად შეირთოს მისი ქვრივი - აღმოსავლეთ თურქეთში მკაცრად დაცული ტრადიციების გამო.

სერიალი თურქეთში წლის პროექტად იქცა და მის საზღვრებს გარეთაც პოპულარულია.

„ჩვენს გადასაღებ მოედანზე ყოველდღე გვყავს სტუმრები, მთავრობის წარმომადგენლებიდან დაწყებული ძალიან მდიდარი ბიზნესმენებით დამთავრებული. სერიალს დიდი ინტერესით უყურებენ და ეს ჩვენთვის საამაყოა“.

656x344-1-21330290161f07fe7ad3da80d867615e-1758308199.webp

პირადი ცხოვრება

ცნობილი პერსონაჟისგან განსხვავებით, ოზან აქბაბა სიყვარულით დაქორწინდა. მისი ცოლი რეჟისორი ბუკეტ არიკანია. ისინი გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ ერთმანეთს.მსახიობი სამაგალითო და მოსიყვარულე მეუღლეა.

624d95e189045831666-1758307146.jpg656x486-1-60874448bc4590507ab6dd274fb215221080x800-0x2sj96skq-1648468099506243369-1758307147.jpg.webp

„ეს იყო საშინელებათა ფილმი, რომელშიც მე ვთამაშობდი. ის გადაღებასა და საზოგადოებასთან ურთიერთობაში იყო ჩართული - ასე შევხვდით ერთმანეთს. შემდეგ გარკვეული პერიოდი ერთმანეთი აღარ გვინახავს, ​​უფრო სწორად, ჩვენი გზები გაიყო... მოგვიანებით ისევ შევხვდით და გადავწყვიტეთ, რომ ბევრი საერთო გვქონდა. 2015 წელს დავიწყეთ შეხვედრები, 2017 წელს დავქორწინდით და 2018 წელს ჩვენი ვაჟი დაიბადა“.

მსახიობი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებსა და ვიდეოებს.

1612386835601b1213d71cf8-1758305696.39987706.jpg1080x1349-0x8a0blpno-5453908816107651059-1758307147.jpg656x492-1-5addcad6f92addaaf9bf8e312f8e726b1080x810-0xtqrqkcmg-0828629064644910221-1758307147.jpg.webp

ოზან აკბაბას საკუთარი სადურგლო სახელოსნო აქვს, სადაც ინდივიდუალურ ავეჯს ამზადებს.

მსახიობის, ვარჯიშის და სადურგლო საქმიანობის გარდა, ოზან აქბაბა მხარს უჭერს თურქულ ფონდს, რომელიც აუტიზმის მქონე ადამიანებს ეხმარება. თავის დაბადების დღეს, 9 ივნისს, მან დაწერა, რომ მისთვის საუკეთესო საჩუქარი აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის შემოწირულობა იიქნებოდა.

მსახიობი აღიარებს, რომ მრავალფეროვნება მის სისხლშია.

„მთელი ცხოვრება, როგორც ჩანს, ყურადღებით ვსწავლობდი და ვაანალიზებდი ყველაფერს, რაც კი შემხვედრია. უნდა ვთქვა, რომ ჩვენ, კავკასიელ თურქებს, ნამდვილად ძლიერი შინაგანი ცეცხლი გვაქვს; მე ვგრძნობ ამას და შესაძლოა, ეს დიდწილად განსაზღვრავს ჩემს ქმედებებს, მაშინაც კი, თუ ყოველთვის არ ვაცნობიერებ. ამიტომ, როდესაც ვგრძნობ, რომ შემიძლია ნამდვილად ვიყო გატაცებული რაღაცით და ეს ჩემთვის მისაღებია, არ ვუშვებ ხელიდან და ვცდილობ, ბოლომდე მივიყვანო.“

1749889803-ozan-akbaba-1758307147.jpg

თურქული კინოს კავკასიელი ვარსკვლავი და ერთ-ერთი ყველაზე განათლებული მსახიობი კოლეგებს შორის
ბათუმელი გოგონას თურქული წარმატება - ნანა სტამბოლიშვილის გზა ვარსკვლავობამდე და ოჯახური ფოტოები
თურქული კინოს ვარსკვლავი ქალები ქართული ფესვებით - ისინი ულამაზეს თურქ ქალებს შორის მოიხსენიებიან