ლეგენდარული მსახიობი სოფია ლორენი 91 წლის გახდა. დღეობა ოჯახურ წრეში აღნიშნა, შვილების, რძლების და შვილიშვილების გარემოცვაში. რასაკვირველია, ამ დღეს მის გვერდით იყო მისი ქართველი რძალი - მარიამ შარმანაშვილი და მარიამის ვაჟი პირველი ქორწინებიდან.
მარიამმა და კარლო პონტი-უმცროსმა ცოტა ხნის წინ იქორწინეს და მას მერე დიდ დროს ატარებენ საზღვარგარეთ. წყვილმა პარიზის დისნეილენდიც მოინახულა და ფოტოებზე ჩანს, რომ კარლო მარიამის შვილთანაც დამეგობრდა. ქორწილში სოფიამ ვერ მოახერხა ჩამოსვლა, თუმცა ოჯახის სხვა წევრები სრულად ესწრებოდნენ. სოფიამ კი ვიდეოზარით მიმართა სიძე-პატარძალს.