"მე და აკა რამდენიმე თვეა, დაშორებულები ვართ... ძალიან რთული იყო..." - თამუნა ვაშალომიძე - მშობლები

"მე და აკა რამდენიმე თვეა, დაშორებულები ვართ... ძალიან რთული იყო..." - თამუნა ვაშალომიძე

2025-09-22 18:13:21+04:00

მოდელმა და ინფლუენსერმა თამუნა ვაშალომიძემ ნანუკა ჟორჟოლიანთან ინტერვიუში მეუღლესთან განქორწინებაზე ილაპარაკა. როგორც აღმოჩნდა, ის და აკა, რომელიც მისი მეორე შვილის მამაა, დაშორდნენ.

"მე და აკა რამდენიმე თვეა, დაშორებულები ვართ... ძალიან რთული იყო... როცა დასრულებაზე არ ფიქრობ და სრულდება, რთულია...", - ამბობს თამუნა გადაცემის ანონსში.

თამუნა და აკა ბოლო რამდენიმე წელია ერთად არიან და თამუნა ხშირად აღნიშნავდა, რომ ბედნიერი იყო მასთან. დეტალებზე ის გადაცემაში ისაუბრებს.

სკოლაში მეგობარი არ გამიჩენია, როცა თბილისში ჩამოვედი, ყველა ჩემი კახური კილოსა და წონის გამო მაბულინგებდა... ამ ყველაფერმა ძალიან დამაკომპლექსა... - თამუნა ვაშალომიძე
არასდროს დავნებებულვარ... მე რომ ინგლისური ვიცოდე, განათლება მქონდეს, კიდევ რამდენ რამეს გავაკეთებდი?! მე ეს არ მქონია და მინდა, ჩემს შვილებს მივცე... - თამო ვაშალომიძე
ამ სახლში საკმაოდ დიდხანს ვცხოვრობდი ქირით... მინდა იცოდეთ, როგორც არ უნდა გიჭირდეთ, ყველაფერი შესაძლებელია... - თამუნა ვაშალომიძე