ლელა წურწუმიამ ქალიშვილის, 22 წლის მარიკოს ფოტო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი წერს, რომ მარიკო ძალიან ჰგავს დედას და მისი მიმზიდველობა აქვს, ზოგიერთები კი მის ახალ იმიჯს ეხმაურება...
მარიკოს, მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავურ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, საჯარო ცხოვრება არ ხიბლავს. იშვიათად ჩნდება ღონისძიებებზე და ინტერვიუებითაც არ ანებივრებს ჟურნალისტებს. მას თავისი ცხოვრება აქვს, საკუთარი გატაცებები და საკმაოდ შორს არის შოუბიზნესისგან.
პროფესიით მხატვარია - სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა და ერთხელ ლელამ აღიარა, რომ თავიდან მარიკომ მისი თხოვნით ჩააბარა მისთვის სასურველ ფაკულტეტზე, სადაც ერთი წელი ისწავლა, მერე კი სამხატვრო აკადემიაში განაგრძო სწავლა.
მომღერალს არაერთხელ უთქვამს, რომ კარიერის გამო ხშირად უწევდა პირად ცხოვრებაში დათმობებზე წასვლა და ყველაზე მეტად იმ დროს განიცდის, რომელიც შვილს მოაკლო. რაც მარიკო გაიზარდა, ის ძალიან დიდ დროს ატარებს მშობლებთან და დედა-შვილი ძალიან მეგობრობს.
"ქალი რეალიზებული უნდა იყოს. მას თავისი პროფესია, საკუთარი შემოსავალი უნდა ჰქონდეს და დამოუკიდებლად ცხოვრობდეს, მიუხედავად იმისა, ჰყავს, თუ არა მეუღლე. ჩემს პროფესიას ძალიან პატარა ასაკიდან შევუდექი. როდესაც პოპულარული ხდები, განსაკუთრებით როცა არტისტი ხარ, ძალიან რთულია. ეს ბევრ დროს მოითხოვს. შენ უკვე შენთვის აღარ ცხოვრობ. შენ უკვე იმ საზოგადოებისთვის ცხოვრობ, ვისთვისაც ამას აკეთებ. თუ ამაში მაქსიმალისტი ხარ, სხვანაირად ვერ გამოდის. ამას ახლა მთელი გულწრფელობით ვყვები. ერთი შვილი მყავს - მარიკო, რომელიც თებერვალში 22 წლის ხდება. მე მას ძალიან ბევრი რამ დავაკელი. ფიზიკურად ჩემი მასთან ყოფნა დავაკელი. ის ბებიასთან, არაჩვეულებრივ გარემოში, მოსიყვარულე ადამიანებთან ერთად იზრდებოდა. რა თქმა უნდა, როგორც შემეძლო, მასთან ვიყავი. მაგრამ, ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მე დღეს სინანულის განცდა არ მქონდეს. ბოლო წლებში ნელ-ნელა ვეცნობი ჩემს შვილს. მე მას კარგად არ ვიცნობ. ძალიან ჭკვიანი, გულიანი გოგოა, საოცრად თბილია. ის არასდროს ამბობს, რომ ჩვენი შვილია და მე ვიცი, რატომაც არ ამბობს... არ უნდა ეს პროფესია იმიტომ, რომ ამ პროფესიამ მას მშობლები წაართვა. ვიცოდი, რომ ერთ დღეს მასთან ამაზე საუბარი მომიწევდა. 15-16 წლის იყო, მისი ნახატები ვიპოვეთ, რომლებიც 4-5 წლის ასაკში დახატა. იქ მარიკო ხატავს ბავშვს, რომელიც ტირის. ვკითხე, რატომ ტირის ეს ბავშვი-მეთქი და მითხრა, დედა ენატრებაო. მაშინ მივხვდი, რომ აუცილებლად დადგებოდა ის დღე, რომ მე მასთან ჩემი არანორმალური ცხოვრებისა და გრაფიკის ახსნა მომიწევდა. იმიტომ, რომ ჩვენი ცხოვრება ჩვენ არ გვეკუთვნის. ახლა თავს არ ვიმართლებ, უბრალოდ, ეს ჩვენი არჩევანია, როდესაც არჩევანი არ გაქვს. მარიკომ იცის, რომ მე ძალიან მიყვარს. დე, ძალიან მიყვარხარ! ბოდიშს გიხდი იმისათვის, რომ ბევრი რამ დაგაკელი. მაგრამ, ახლა მთავარია, რომ ჩემთან ხარ. როდესაც ჩემმა შვილმა ჩემს გადაღებებსა და კონცერტებზე დაიწყო სიარული, მერე მიხვდა, ეს რამხელა შრომა იყო და რატომაც შეეწირა მისი დროს ჩემს პროფესიას", - ყვებოდა ლელა ერთ-ერთ ინტერვიუში.

თავად მარიკოს არ უყვარს ინტერვიუები, თუმცა ერთ-ერთ იშვიათ ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა ბავშვობაზე და დედის დანაკლისზე: