ილონ მასკის მამა რამდენჯერმე დაადანაშაულეს შვილებსა და გერებზე სექსუალურ ძალადობაში - მას 7 შვილიდან ორი, საკუთარი გერისგან ჰყავს - მშობლები

ილონ მასკის მამა რამდენჯერმე დაადანაშაულეს შვილებსა და გერებზე სექსუალურ ძალადობაში - მას 7 შვილიდან ორი, საკუთარი გერისგან ჰყავს

2025-09-24 08:25:30+04:00

ყველასათვის ცნობილი ილონ მასკის დედას თუ გმირად მოიხსენიებენ ხშირად, მარტო რომ გაზარდა სამი წარმატებული შვილი, იმავეს ვერ ვიტყვით ილონის მამაზე. 79 წლის ეროლ მასკი არაერთხელ დაადანაშაულეს სექსუალიზებულ ძალადობაში, საკუთარ შვილებსა და გერებთან. ბოლოს ინფორმაციაNew York Times-მა გამოაქვეყნა, პოლიციის დოკუმენტებზე, სასამართლო ჩანაწერებსა და ოჯახის წევრებთან ინტერვიუებზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, 1993 წლიდან 2023 წლამდე, სამხრეთ აფრიკასა და კალიფორნიაში ეროლის მსხვერპლები სავარაუდოდ იყვნენ მისი ხუთი ღვიძლი შვილი და ერთი გერი, გოგონა. პოლიციამ სამჯერ დაიწყო გამოძიება: ორჯერ დახურეს საქმე, მესამეს შედეგები კი უცნობია. ფაქტია, ეროლი ჯერ არავის დაუსჯია.

პირველი ბრალდება 1993 წელს წაუყენეს. მაშინ მისმა 4 წლის გერმა უთხრა ნათესავებს, რომ მამინაცვალი "არასათანადოდ" ეხებოდა (ათი წლის შემდეგ გოგონამ თქვა, რომ მასკს თავის საძინებელში წაასწრო, მის ქვედა საცვლებთან განმარტოებულს). მოგვიანებით ოჯახის წევრები ეროლს მისი ორი შვილისა და გერის შევიწროვებაში სდებდნენ ბრალს. ბოლო ეპიზოდი კი 2023 წელს მოხდა: მასკის ხუთი წლის შვილმა სოცმუშაკებს და ნათესავებს გაუმხილა, რომ მამა მას "არასათანადოდ" ეხებოდა.

თავად ეროლი უარყოფს ყველა ბრალდებას და ამტკიცებს, რომ ნათესავები "აიძულებდნენ ტყუილს" ბავშვებს, რათა ილონზე მოეხდინათ ზეწოლა და სარგებელი ენახათ, რადგან მას შვილთან "ძალიან მჭიდრო" ურთიერთობა აქვს.

აღსანიშნავია, რომ თავად ილონმა ეროლს არაერთხელ უწოდა "საშინელი ადამიანი", რომელსაც "ჩაუდენია თითქმის ყველანაირი ბოროტება, რის წარმოდგენაც კი შეიძლება".

f597dho8-errol-musk-afp-file-650-625x300-15-july-22-1758689686.webp

ეროლ მასკი სამხრეთაფრიკელი ინჟინერი და ყოფილი პოლიტიკოსია. მას 7 შვილი ჰყავს, აქედან ორი - საკუთარი გერისგან, მეორე ცოლის შვილისგან. მიუხედავად იმისა, რომ უფროს ვაჟთან ფაქტობრივად გაწყვეტილი აქვს კავშირი, ხშირად გამოდის საჯარო განცხადებებით და აკრიტიკებს ილონის პოზიციებს.